"ქართველებს ვქომაგობ და მათი გასვლის იმედი მაქვს... თუ სანიოლის გუნდის წინა თამაშებს გადავხედავთ..." - კანჩელსკისი საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა "ჩემპიონატისთვის" მიცემულ კომენტარში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა.

წარსულში ცნობილ რუს ფეხბურთელსა და ახლა უკვე მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ჩვენი გუნდი პორტუგალიას დაამარცხებს და მერვედფინალში გავა.

"თუ საქართველოს ნაკრების წინა თამაშებს გადავხედავთ და გავიხსენებთ იმას, თუ რა შანსი ჰქონდათ მათ ჩეხეთთან მატჩის ბოლო წამებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიასთან უშანსოდ არ არიან.

ქართველებს ვუქომაგებ, მათ გამო ვინერვიულებ და იმედი მაქვს, პორტუგალიის დამარცხებით მერვედფინალის საგზურს მოიპოვებენ.

რაც შეეხება კვარაცხელიასა და რონალდოს დაპირისპირებას, აქ მთავარი მწვრთნელების დავალებებია.
მთავარია, გუნდმა მოიგოს და რომელი რომელს აჯობებს, არც ისე მნიშვნელოვანია", - თქვა კანჩელსკისმა.

altკანჩელსკისი: მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთს ყველა მატჩი ნაყიდი ჰქონდა

მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგი ფეხბურთელი იყო. "იუნაიტედში" და "ევერტონში" წარმატებულად თამაშობდა. რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის ნაკრებში თამაშობდა. მერე, დასაძრახი რა არის? ლატვიური მხოლოდ გვარი აქვს, ენაც არ იცის. საერთოდ, მისი წარმოშობა რა განსახილველია. ცნობილი, წარმატებული ფეხბურთელია და თუ საქართველოს ნაკრებს მხარს დაუჭერს, რატომ უნდა გეწყინოთ.
ვატო
17:12 26-06-2024
2
ნუ გადამრიეთ რა. რანაირად არის კანჩელსკისი რუსი? ჩივაძეც თამაშობდა სსრკ ნაკრებში და გამოდის რომ რუსი ფეხბურთელია? ისწავლეთ რა ამ გვარების და ეროვნებების გარჩევა.
ტიჯანი პაპა
14:02 26-06-2024
6

სიახლეები პოპულარული