ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
Ვულოცავ სრულიად საქართველოს!!! Მადლობა ბიჭებო!!!
დინამოელი
27 ივნისი 2024 01:06
1
ყველას გილოცავთ! ამ ბიჭებს კი სულში ვენაცვალე!!!!!!!
suxumchanin
27 ივნისი 2024 01:03
1
გამოუშვით შემდეგი))
მამუკა
27 ივნისი 2024 01:01
1
რომან ფიფიამ რამხელა საქმე გააკეთა ნახევარი ნაკრები დინამოს აკადემიის აღზრდილია...ქოჩორა,დავითაშვილი,კვარა,მექვაბიშვილი და ა.შ.
ბაბო
27 ივნისი 2024 03:57
7
ესეთი ერთიანი და წარმატებული საქართველოს გვენახოს მუდამ. წარმატებები ბიჭებს, წარმატებები საქართველოს.
სიმართლე უნდა ითქვას
27 ივნისი 2024 04:49
2
ვილის ჰეითერი კიარა ვიძახდი გველესიანი კვირკველიას მაგივრად ანზორას ნაცვლად ჩაკვე თქო და დააყენა და შედეგიც სახეზეა . წინაზეც ეგ შემადგენლობა რომ დაეყენებიმა უკეთესი იქნებოდა . წარმატებები ბიჭებს
ტოტტი
27 ივნისი 2024 01:27
3
უდიდესი სიხარული მოგვიტანეს ბიჭებმა..ისსტორია დაწერეს..პლუს გუო ბომბარდირია..მამარდა საუჯეთესო კიპერია..ამ თამაშმა ისეთი მუხტი მოიტანა რომ ....ასე რამდენიმე წელია არაფერი გამხარებია..მთელ ერა ვულოცავ..ასე ერთიანი ვყოფილიყავით მუდამ....მადლობა ნაკრებს..მადლობა ჩვენს საოცარ გულშემატკივრწბს ვინც ამხნევებდა არენიდან ჩვენს არწივება...დიდება საქართველოს
კიეზა
27 ივნისი 2024 01:05
2
გილოცააააააავთ!
გილოცაააააავთ!
დიდება დიდება დიდება
საქართველოს!!!
ლევანი
27 ივნისი 2024 01:02
1
ეს გამარჟვება ქართული ფეხბურთის და ერის ხელახალ დაბადებას გავს. იხარე და აღორძინდი ერო!
თენგაბი
27 ივნისი 2024 08:57
2
რა უნდა ლოჩოს ფლანგზეო ხო ვიყაყანეთ მთელმა საქართველომ და აჰა, ლოჩომ მოიგო ფაქტიურად თამაში.
იცის მწვრთნელმა და ვაცალოთ რა.
გენა
27 ივნისი 2024 03:21
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული