ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
სექტა, სახელად კვარადონას მინდა ვუთხრა, მიდი და სათითაოდ დურტყი მინეტი ჩვენს ბიჭებს.
სადა ხარ, დაგვენახე ერთი
13:45 27-06-2024
22
უდიდესი მადლობა ქართველ გმირებს, ასეთი უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების მონიჭებისათვის! ერთინობით და თვდადებით, ყველაფერია შესაძლებელი! უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომავალშიც!...
ვახო...
13:26 27-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული