ვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის 2:0 დამარცხების და პლეი-ოფში გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო - ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით; როცა გაქვთ, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!

დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!

როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა
ფეხბურთი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. ბიჭებს სურთ, არა მხოლოდ მოიგონ, არამედ კარგი თამაშით გაიმარჯვონ.

ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშს იმსახურებს. ჩვენ არც კი გვიცდია მომავალ მეტოქეებზე წინასწარ მსჯელობა. კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

მსაჯის სასტვენი სანამ არ გავიგეთ, მანამდე შედეგზე ფოკუსირებულები არ ვიყავით".

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვილი შენ ყოფილხარ კაცი. სიტყვის კაცი. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს რაც გააკეთე ჩვენთვის. მადლობა ეს ის მცირედია რაც შეილება ვთქვათ.
მადლობა
მადლობა
მადლობა
ლაშა
02:22 27-06-2024
4
მალადეც სანიოლი,შენ ყოფილხარ კაცი კაცური,ბევრი კრიტიკოსი კი გყავს,თუმცა საქართველოში საქმის მკეთებელს ეგრე სულ ყავს და ეყოლება. ვაღიარებ,არ მჯეროდა მოგების,უფრო არასაფეხბურთო გარემოს გამო.ვფიქრობდი რო ასეთი დაქაქსულობის მერე გუნდს ვერ შეკრავდი,მარა შეკარი და მადლობა ამისთვის. ფედერაციამაც შესანიშნავად იმუშავა,ასეთი დაძაბულობის ფონზე მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება.

ასეა,მოტივაციას დიდი მნიშვნელი აქვს,ფონდმა ქართუმაც კარგი საქმე გააკეთა,30 მილიონი უკვე ანგარიშზეა,გავასამოცოდ უნდა,იმ კაცს ფული აქვს და იხდის,მოდით ესპანეთიც გავაგოროთ. შეიძლება ბევრს ვითხოვ,მარა ეგრე წარმოუდგენლად ჩანდა ეს მოგებაც,თუმცა უკვე წარმოსადგენია. ერთი ანტონიო სილვა ესპანეთსაც ეყოლება,მოთმენა და ლოდინი,შანსი იქაც იქნება. მოკლედ მადლობა ყველას,ვინც ამ დამოუკიდებლობის პერიოდში თავისი წვლილი შეიტანა,ერთი ბილეთის მყიდველიდან დაწყებული სანიოლით დამთავრებულს.
იასონას უდარი
05:51 27-06-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული