ვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის 2:0 დამარცხების და პლეი-ოფში გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო - ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით; როცა გაქვთ, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!

დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!

როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა
ფეხბურთი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. ბიჭებს სურთ, არა მხოლოდ მოიგონ, არამედ კარგი თამაშით გაიმარჯვონ.

ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშს იმსახურებს. ჩვენ არც კი გვიცდია მომავალ მეტოქეებზე წინასწარ მსჯელობა. კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

მსაჯის სასტვენი სანამ არ გავიგეთ, მანამდე შედეგზე ფოკუსირებულები არ ვიყავით".

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვილი მე თურქეთან წაგების მერე დავწერე რომ თამაშს იგებენ ფეხბურთელები და აგებენ მწვრთნელები. ეს თამაში შენ მოუგე ბიჭების დახმარებით მარტინეს. შეცდომები ყველა მწვრთბელს აქვს, მაგრამ მგონი ფეხბედნიერობა ყველას არ აქვს. მადლობა ამ დღისთვის, თუმცა მარტო ეს დღე არ გვაჩუქე და იყო სხვაც.
G.LA
27 ივნისი 2024 08:56
1
მადლობა!
თომა
27 ივნისი 2024 08:46
1
სრულიად ლოგიკურია, რომ ვილის გადაწყვეტილებას ლოჩოშვილთან მიმართებაში ყველა არათუ ვაკრიტიკებდით, საერთოდ არ გვესმოდა რატომ და რა შუაში იყო?! ის ხომ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებოდა ფაქტიურად,რადგან ამ პოზიციისთვის ორი ფეხბურთელი შეარჩია და აზაროვი დატოვა, ასევე გოჩოც არ ათამაშა და არც დვალი,რომელთაც გამოცდილება მაინც აქვთ მარცხნივ თამაშის. ანუ ამ პოზიციაზე მოაზრებული 5დან არცერთი..ამათ ამჯობინა ტლანქი ცენტრალური მცველი, რაც ნამდვილად ექსპერიმენტია ზედ ევროპაზე. არ ვიცი ეს როგორ უნდა შეფასდეს. მართლა მგონია,რომ ღვთის ხელია. ალბათ რაღაც ჩაესმა ვილის სიზმარში რომ ეს უნდა გაეკეთებინა თორემ ახსნა სხვა ამ გადაწყვეტილების, რომელმაც ფაქტიურად გაგვიყვანა მერვედფინალში, მე არ მაქვს. კვარა რომ დაეყენებინა ჩამშლელად ან კაშია თავდამსხმელად დაახლოებით იგივეა.
ალექს
27 ივნისი 2024 08:29
1
მალადეც სანიოლი,შენ ყოფილხარ კაცი კაცური,ბევრი კრიტიკოსი კი გყავს,თუმცა საქართველოში საქმის მკეთებელს ეგრე სულ ყავს და ეყოლება. ვაღიარებ,არ მჯეროდა მოგების,უფრო არასაფეხბურთო გარემოს გამო.ვფიქრობდი რო ასეთი დაქაქსულობის მერე გუნდს ვერ შეკრავდი,მარა შეკარი და მადლობა ამისთვის. ფედერაციამაც შესანიშნავად იმუშავა,ასეთი დაძაბულობის ფონზე მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება.

ასეა,მოტივაციას დიდი მნიშვნელი აქვს,ფონდმა ქართუმაც კარგი საქმე გააკეთა,30 მილიონი უკვე ანგარიშზეა,გავასამოცოდ უნდა,იმ კაცს ფული აქვს და იხდის,მოდით ესპანეთიც გავაგოროთ. შეიძლება ბევრს ვითხოვ,მარა ეგრე წარმოუდგენლად ჩანდა ეს მოგებაც,თუმცა უკვე წარმოსადგენია. ერთი ანტონიო სილვა ესპანეთსაც ეყოლება,მოთმენა და ლოდინი,შანსი იქაც იქნება. მოკლედ მადლობა ყველას,ვინც ამ დამოუკიდებლობის პერიოდში თავისი წვლილი შეიტანა,ერთი ბილეთის მყიდველიდან დაწყებული სანიოლით დამთავრებულს.
იასონას უდარი
27 ივნისი 2024 05:51
5
ვილი, მე ვარ ერთ-ერთი ვინც გაკრიტიკებდი ბოლო მატჩებში, ხოლო ახლა ერთიანად გიხდი ბოდიშს! უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და უდიდეს მადლობას გეუბნები ჩვენი ასეთი გახარებისთვის!
სიმართლე
27 ივნისი 2024 05:32
3
მადლობა ვილი!
დიიდი მადლობა!
დიდება საქართველოს!
ლევანი
27 ივნისი 2024 03:23
2
გილოცავთ ფეხბურთელებს,მწვრთნელებს და საქართველოში ამ დიდ წარმატებას.საქართველოს ნაკრები ფავორიტებში არ იყო და არც იქნება,მაგრამ ამ ტურნირზე ყველაზე გამორჩეული გუნდია!წინ საქართველო!
ლუკა
27 ივნისი 2024 10:45
0
მადლობა ვილი!!!
გეგი
27 ივნისი 2024 03:21
2
მთელ საქართველოს ვულოცავ ვისაც მართლა უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება. რაზე ვღადაობ იცი, ის ხალხი რომ არსად არ ჩანს ვინც სანიოლს აკრიტიკებდა ეს ორი კვირა, სხვათაშორის ჩეხეთთანაც ზუსტი შეცვლები გააკეთა, ჩაკვეს პასით საბა გავიდა პირისპირ და საბამ 100% მომენტი ვერ გამოიყენა, თორემ მაგ თამაშსაც მოვიგებდით.
მამუკა
27 ივნისი 2024 03:07
3
სანიოლი ნულია!ფედერაცია მაფიოზები,რომლებმაც ქართული ფეხბურთი დააქციეს!ვინც ამას ამბობდა და მათ ლანძღვა გინებაში იყვნენ,აღიარებენ რომ არ არიან მართლები და ბოდიშს მოუხდიან მათ,ფეხბურთელებს და საქართველოს?
სოსო
27 ივნისი 2024 03:04
4
ვილი, ბოდიში ყველა კრიტიკისთვის... მ ა დ ლ ო ბ ა ! ! ! აშკარა იყო შენი როლი დღეს.
miro
27 ივნისი 2024 02:59
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული