ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის 2:0 დამარცხების და პლეი-ოფში გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო - ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით; როცა გაქვთ, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!
დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!
როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა
ფეხბურთი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. ბიჭებს სურთ, არა მხოლოდ მოიგონ, არამედ კარგი თამაშით გაიმარჯვონ.
დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!
როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა
ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშს იმსახურებს. ჩვენ არც კი გვიცდია მომავალ მეტოქეებზე წინასწარ მსჯელობა. კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!
მსაჯის სასტვენი სანამ არ გავიგეთ, მანამდე შედეგზე ფოკუსირებულები არ ვიყავით".
ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
https://youtu.be/CyR3WviW1y8?si=A69WnW0TzzzbqOw-
ცოტა მაინც არ გიტყდებათ?
მაგრამ თქვენნაირ " კულს პრუწი აყვაო" ტიპებს არაფერიც არ გიტყდებათ.
არაფერი თქვენაირებისკენ არ ყოფილა და არ იქნება არასდროს....
საქართვრლო კიდე სულ ასეთი გახარებული და ერთიანი მენახოს სულ....
ვისაც გულით და სულით ეს ყველაფერი გიხარიათ გენაცვალეთ გულებში....
თამაშის დისციპლინის ფილოსოფისთვის კი დიდი მადლობა, იმედია ეგ გაგება, რომ თამაში უნდა ითამაშო და არა იჯაჯგურო და იჯიუტო ძალიან გვაკლია თითქმის ყველგან. ზოგ ფეხბურთელს - გვარს არ დავასახელებ, ეგ გუშინაც არ ესმოდა. წარმატება კაშკაშა შუქია წამში რომ გვაბრმავებს.
და აქ გთხოვთ მოეშვით ბოღმიანობას, მადრიდისტა vs კულეებად დაყოფას და ა.შ.
დაცვაც ეჭირა, ფალგზე კარგადაც კარგად მოძრაობდა და შეტევაშიც გაახრხა.
არ გამოდგა მწვრთნელი მართალი?
გილოცავთ ყველას! წინ, ახალი გამარჯვებებისაკენ!