ვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის 2:0 დამარცხების და პლეი-ოფში გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო - ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით; როცა გაქვთ, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!

დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!

როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა
ფეხბურთი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. ბიჭებს სურთ, არა მხოლოდ მოიგონ, არამედ კარგი თამაშით გაიმარჯვონ.

ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშს იმსახურებს. ჩვენ არც კი გვიცდია მომავალ მეტოქეებზე წინასწარ მსჯელობა. კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

მსაჯის სასტვენი სანამ არ გავიგეთ, მანამდე შედეგზე ფოკუსირებულები არ ვიყავით".

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ზივზივაძე რატომ არ ათამაშე??...ან ქოჩორას პენალი რატომ არ დაარტყმევინე??
ტვ ფორმულა
27 ივნისი 2024 15:50
10
სანიოლის ინტერვიუს ვიდეო ქართულად
https://youtu.be/CyR3WviW1y8?si=A69WnW0TzzzbqOw-
რეალობა
27 ივნისი 2024 14:10
0
იმედია,ეს თაობა კიდევ ბევრ სიხარულს მოგვიტანს....
tngh
27 ივნისი 2024 12:52
0
მადლობა ჩვენ ლომ-ბიჭებს! ღვთის ნებით და დახმარებით, მეოთხედფინალში ვნახოთ ჩვენი ნაკრები! ღირსი არიან! თავდადებისთვის! და რაც მთავარია - ერთ მუშტად რომ არიან შეკრული, მართლაც რომ ერთი ძლიერი, ბედნიერი ოჯახივით! ნახეთ გოჩოლეიშვილი, ისე იქცეოდა, ვითომ 0-0ზე ბოლო წუთზე გოლი გაიტანა. და მართლაც ასეა. ერთის წარმატება - ყველას წარმატებაა! ერთის შეცდომას ყველა ერთნაირად განიცდის! წარმატება ბიჭებო! გაიხარეთ და გაგვახარეთ! მთელი საქართველო თქვენზე ლოცულობს. გვიყვერხართ!
alexandre
27 ივნისი 2024 12:14
0
კიდე იმ ჭკუაზე ხართ ზოგიერთები,რომ სანიოლი გავაგდოთ,კვარა სკამზე დავსვათ,ბუდუ მიქატუძის მაგივრად ვათამაშოთ და ა.შ.
ცოტა მაინც არ გიტყდებათ?
მაგრამ თქვენნაირ " კულს პრუწი აყვაო" ტიპებს არაფერიც არ გიტყდებათ.
არაფერი თქვენაირებისკენ არ ყოფილა და არ იქნება არასდროს....
საქართვრლო კიდე სულ ასეთი გახარებული და ერთიანი მენახოს სულ....
ვისაც გულით და სულით ეს ყველაფერი გიხარიათ გენაცვალეთ გულებში....
Lobotka
27 ივნისი 2024 11:35
0
სპორტალსა და მის გუნდს ვულოცავ და სულ კარგი ამბები ეკომენტაროთ. ღვთისავარ, გილოცავ, კარგო კაცო და მოქართულევ!
კი
27 ივნისი 2024 10:46
0
აქ ვართ კრიტიკოსები. გაიხარე ვილი და ჩვენც გვიხარია შენი პირადი წარმატება.

თამაშის დისციპლინის ფილოსოფისთვის კი დიდი მადლობა, იმედია ეგ გაგება, რომ თამაში უნდა ითამაშო და არა იჯაჯგურო და იჯიუტო ძალიან გვაკლია თითქმის ყველგან. ზოგ ფეხბურთელს - გვარს არ დავასახელებ, ეგ გუშინაც არ ესმოდა. წარმატება კაშკაშა შუქია წამში რომ გვაბრმავებს.

და აქ გთხოვთ მოეშვით ბოღმიანობას, მადრიდისტა vs კულეებად დაყოფას და ა.შ.
ვანდა ჯიქია
27 ივნისი 2024 10:30
0
ვინც სანიოლს ლოჩოშვილის პოზიციისთვის ლანძღავდა, ხომ ნახეს ვისი დამსახურებაა მეორე გოლი? ბურთიც ლოჩოშვილმა მოიპოვა, ფლანგიდან შევდიდა საჯარიმოში და რომ არ ჩაერტყათ ფეხში პრინციპში მცველს გვერდიც აუარა.
დაცვაც ეჭირა, ფალგზე კარგადაც კარგად მოძრაობდა და შეტევაშიც გაახრხა.

არ გამოდგა მწვრთნელი მართალი?
"მე თქვენ გეკიტხებით არის თუ არა ეს ბილეთი"
27 ივნისი 2024 10:28
0
თქვენი არ ვიცი მარა იმ არაფრის მომცემ აჟიოტაჟზე ჰეშტგი ბუდი ძირითადში ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მართალია ის ხალხი ვინც აყევით ნებსით თუ უნებლიეტ პროვოკაციულ თემას ვითომ პოლიტიკური გამო ისჯებოდა ვილი აზრზე არ იყო მწვრთნელობის თქვენსას მაინც არ მოიშლით და მადლობა ღმერთს გუშინდელის მერე ეგ თემა დაიხურა რისი გულისთვის იყო ის 4 დღიანი აურზარი ყველამ თქვენს გულში ჩაიხედეტ და ერთი კონკრეტული გვარის ფანობას თავი დაანებეთ ნაკრები არის ერთ კაცზე მეტი საბედნიეროდ
ნოდო
27 ივნისი 2024 09:03
2
ყველას გილოცავთ! კარგია მაგრამ ბუდუ რატომ არ ათამაშა ამას ვერ ვხვდები.ზივზივაძე კიდევ დამატებით გოლს გაიტანდა. მან ლუქსემბურგს 2 გოლი გაუტანა.
Გლახუნა
27 ივნისი 2024 08:56
44
ილია დათუნაშვილმა 5 გოლი გაუტანა არარატს! ეჰ! თუმცას აგერ გვყავს კობიაშვილი - 3 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე! ლუქსემბურგზე მაგარ გუნდებზეა ლაპარაკი, მოდი კობი დავაბრუნოთ! ამით ბუდუს კი არ ვუკარგავ რამეს! ოქრო ბიჭია! დიდი გულით და დიდი სიყვარულით ქვეყნის მიმართ! მეგობრების მიმართ!

გილოცავთ ყველას! წინ, ახალი გამარჯვებებისაკენ!
alexandre
27 ივნისი 2024 11:15
0
შენ კომენტარს ორი პასუხი მოუხდება სირცხვილი და უნამუსობა გუშინდელის მერე, შენი ნათესავი თუა ბუდუ გვითხარი
სიმართლე
27 ივნისი 2024 09:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული