გარდა ამისა, ფონდი "ქართუს" განცხადებით, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ნაკრები დამატებით კიდევ 30 მლნ ლარს მიიღებს.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
მატჩის პირველი გოლი
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
წყარო: bpn.ge
სხვებსაც არ ასკდება ფული,ასეთი პრემია კიდე დამატებითი მოტივაციაა ბიჭებისთვის