შეხვედრის 28-ე წუთზე, მაშინ, როდესაც კრიშტიანო რონალდომ მსაჯთან კამათის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო, უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, რაც დაძაბულობისა და ნერვიულობის ქვეშ მყოფ ალბათ ბევრ ქართველ გულშემატკივარს გამორჩა.
პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის მიცემული გაფრთხილების შემდეგ მთავარმა მსაჯმა სანდრო შარერმა ეს ყოველივე ხელზე მოინიშნა. ჩვეულებისამებრ, ამას მსაჯები ბლოკნოტში აკეთებენ ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შარერი ასე იქცევა. მსგავსი რამ შვეიცარიელმა გასული სეზონის ჩემპიონთა
ვინ არის 36 წლის შვეიცარიელი სანდრო შარერი? - მსაჯობამდე ის სამშობლოში ბაზელის უნივერსიტეტში ფიზიკურ აღზრდასა და გეოგრაფიას სწავლობდა. შემდეგ სხვადასხვა სკოლაში ასწავლიდა და სათხილამურო ინსტრუქტორადაც კი მუშაობდა.
24 წლის ასაკში ის შვეიცარიის მე-2 ლიგაში მსაჯობდა, 2 წლის შემდეგ კი ქვეყნის სუპერლიგის შეხვედრის გაძღოლის უფლებაც მიიღო.
2020 წელს შარერმა მიიღო უფლება, განესაჯა შვეიცარიის თასის ფინალი, რომელიც "ბაზელსა" და "იანგ ბოიზს" შორის გაიმართა.
2015 წლიდან სანდრო ფიფას არბიტრი გახლავთ. მისთვის პირველი საერთაშორისო ტურნირი 2017 წელს შედგა, როდესაც ახალგაზრდული ევროს საკვალიფიკაციო ეტაპი განსაჯა.
2020 წელს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა (ჯგუფური ეტაპის მატჩი "ბარსელონასა" და "ფერენცვაროშს" შორის).
ის მასიმო ბუსაკის შემდეგ გახდა პირველი შვეიცარიელი მსაჯი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გაუძღვა. 2022 წლიდან შარერი უკვე ფიფას ელიტარული არბიტრია. მან ამ ევროზე დანიისა და სლოვენიის დაპირისპირება იმსაჯა (1:1).