სავარაუდოდ, ქართველი ფანის თავდასხმა რონალდოზე თუ მიახლოება კუმირთან? - ჩვენს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კრიშტიანო შოკირებული დარჩა და ტრავმას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებთან 0:2 მარცხის შემდეგ კრიშტიანო რონალდო უსიამოვნო ინციდენტში გაეხვია. ის 66 წუთის განმავლობაში, მანამდე, ვიდრე მოედანზე იყო, მუდმივად უკმაყოფილო გახლდათ.

39 წლის ვარსკვლავი მოედნიდან გადიოდა, რა დროსაც მოულოდნელად ტრიბუნიდან გულშემატკივარი გადმოხტა და რონალდოსთან მიახლოება სცადა.

ამ ფაქტის შემდეგ ორი მოსაზრება გაჩნდა. ერთი მხარე ამბობს, რომ ფანს შესაძლოა, რონალდოზე თავდასხმა სურდა, მეორე მოსაზრებით კი, შესაძლოა, მას კუმირთან მიახლოება, ჩახუტება და ფოტოს გადაღება უნდოდა.

ასევე სავარაუდოა, რომ ეს ადამიანი ქართველი გახლდათ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივართა სექტორიდან გადახტა. 

"რა ჯანდაბა მოხდა?!",
- იკითხა გულშემატკივრის გადმოხტომის შემდეგ რონალდომ, რომელიც შოკირებული იყო და ტრავმას "სტიუარდმა" გადაარჩინა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არ მჯერა,რომ რომელიმე ქართველს,მასზე თავდასხმა მოენდომებინა.სულელები ბევრი გვყავს,მაგრამ რონალდოზე თავდასხმა,სისულელეში ვერ გავა.მისთვის პატივისცემის და სიყვარულის გამოხატვა კი სრულიად მოსალოდნელია,ქართველი ფანისაგან.ადრეც მომხდარა ასეთი რამე და თანაც თბილისში.რონალდო ,ისევე როგორც მესი,მთელი მსოფლიოსაგან იმსახურებენ სიყვარულსა და პატივისცემას.
სოსო
14:07 27-06-2024
0
dashoshmindit,yvelaoeri garkveulia.qartveli ar aris,portugalielia da arc tavs dasxmia,ubralod fania.
niania
14:58 27-06-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული