"რა დარიგება მივეცი მატჩის წინ ფეხბურთელებს? მათ ვთხოვე, რომ..." - ვილი სანიოლმა გაამხილა, რა უთხრა "ჯვაროსნებს" პორტუგალიასთან შეხვედრამდე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია (2:0) დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

"ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა UEFA-ს ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ფეხბურთელების მატჩისწინა ატმოსფეროზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოთამაშეებს სთხოვა, რომ ისე ეთამაშათ, როგორც ამას 16-17 წლის ასაკში აკეთებდნენ.

"სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს, ბიჭებს რა ვუთხარი. მაგრამ გზავნილი ასეთი იყო - ითამაშეთ თქვენი ფეხბურთი, იყავით დისციპლინირებულები როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. მათ ვუთხარი, რომ ეთამაშათ ისე, როგორც 16-17 წლის ასაკში აკეთებდნენ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე. ვფიქრობ, მათ ყველაფერი
ბრწყინვალედ შეასრულეს და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია, თუმცა ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ, ვამაყობ იმით, თუ როგორ წარმოაჩინეს საქართველო განვლილ სამ შეხვედრაში", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოაშორეთ ვილი სანიოლი ნაკრებს თორემ ის ჩემპიონს გახდის.
გია
28 ივნისი 2024 08:09
0
შენნაირები უნდა არსებობდნენ და ცენზურის გარეშე უნდა წეროთ თქვენც! :) ეს აუცილებელია რათა მკითხველმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, წაიკითხონ და ნახონ რა არის უცოდინრობა, წუმპე, უზრდელობა, ტყუილი, ნეგატივი და ბრექიაობა…

და შედეგად, სათოფეზე აღარ გაეკარონ მსგავსი აზრის და დამოკიდებულების ხალხს.
Ai egrea eg-ს
27 ივნისი 2024 22:28
2
იმიტომ რომ გადავახიო პარაზიტებს თავზე არსებობა
ai egrea eg
28 ივნისი 2024 03:39
0
გენაცვალე ჯიგარო და მართლაც სამართლიანო მეგობარო,მეც ნაღდად მრცხვენია და დიდ მადლობას და ბოდიშს ვუხდი ვილის.როგორ შეიძლება არაპროფესიონალი ადამიანი შენს თავს აძლევდე უფლებას ერეოდე მის კომპეტენციაში,რომელსაც ათი შენი წონის ოფლი აქვს მსოფლიო საფეხბურთო მინდვრებზე დაღვრილი და მწვრთნელის ლიცენზია გააჩნია, თან ასე უტიფრად შეურაცხყოფდე და ამცირებდე.ყველა სფეროში რატომ გვგონია ჩვენი თავი ყველაზე ჭკვიანი და უპრობლემოდ შეგვიძლია სხვისი, თუგინდ პროფესიონალის მიერ საკუთარი გამოთქმული აზრის გაქილიკება და დამცირება. ეს თვისებები შეუსაბამოა ქართული მენტალიტეტთან.
რიგითი ქართველი
27 ივნისი 2024 22:13
2
სად ხართ პროფესორებო?!!! არაფერი გაქვთ სათქმელი?!!!!!!
ნუგზარი
27 ივნისი 2024 19:35
3
სახლში როგორა ხართ ხომ ყველაფერი რიგზეა
ნუგოს
27 ივნისი 2024 20:35
4
სულ რამდენიმე დღის წინ, ამ კაცს ფაქტიურად "გათახსირებული" უწოდა ბევრმა. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აბრალებდნენ, რომ შემადგენლობას თავად კი არა, თურმე ჩვენი მართლაც გათახსირებული მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსები ადგენენ. დანარჩენმა გათახსირებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აიტაცეს ეს ამბავი და გათახსირებული გზით პოლიტიკური ქულების დაწერა დაიწყეს.

სანიოლმა წყენა ვერ დამალა. როგორია? ვიღაც მამლაყინწებმა, აგური აგურზე რომ არ დაუდიათ და ნაკრებს საბერძნეთის მერე უყურებენ, გათახსირებული გიწოდონ??

ბუდუმ და მისმა გარემოცვამ ივაჟკაცეს, არ აყვნენ გათახსირებულების პოლიტთამაშებს.

სამართლიანობა და კაცობა მოითხოვს სანიოლს ბოდიში მოვუხადოთ!!! რადგან კითხვაზე ყველა პასუხს მისი გაწვრთნილი გუნდის შედეგები სცემს.

მადლობა და ბოდიში ზოგი ჩემი თანამემულეების გამო ვილი!
სამართლიანობისთვის
27 ივნისი 2024 18:20
5
სანიოლი სამწვრთნელო პრაქტიკას გადის ჩვენთან, მადლობა ჩვენ მოგვიხადოს.
გია
27 ივნისი 2024 22:17
11
ვის ადებილებ. სანიოლი აზრზე არ არის და ასეთად დარჩება ყოველთვის. ჩვენი ბიჭები უწყობენ კარიერას ლომებივით იბრძვიან მაგის შეცდომების გასასწორებლად და ჯიგრით გადიან ამას ვინც ვერ ხედავს არის დაუნი დორბლიანი ზომბი. თურქეთთან და ჩეხეთთან რეები აკეთა ვინები ათამაშა რა ცვლები გააკეთა და საერთოდ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ნაკრებში რეები აკეთა. თქვენ ხო არ უბერავთ. მადლობა ბიჭებს!!! და გულშემატკივრებს. აი აქ მოგვიხადეთ მადლობა აქეთ და ჭკვიანად იყავით. იმედია მშვიდობიანად დასრულდება მაგის ბოდიალები და გავუშვებთ მშვიდობით, თორე როგორც ასეთი
მწვრთნელობა მაგისი საქმე არ არის.
ai egrea eg.
27 ივნისი 2024 21:10
19
ორი ან მეტი გოლი დაგვაჯერებს გამარჯვებას ამიტომ 1-0 ზე არ უნდა გავჩერდეთ ხოლმე როგორც პორტუგალიასთან მოხდა თურქეთან არ გვეკუთვნოდა წაგება...ესპნელებმა უხეში თამაშით იციან ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება არ უნდა შეგვაშინონ ჩვენც უნდა ვეუხეშოთ ბარათის ზღვარზე!მჯერა მჯერა მჯერა!!!!
გიო
27 ივნისი 2024 18:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული