"როგორც უნდა დასრულდეს ტურნირი, საქართველოს ნაკრები იქნება მთავარი აღმოჩენა" - თემურ ქეცბაია

AutoSharing Option
ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი და კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალური ქსელის საშუალებით ევრო 2024-ზე "ჯვაროსნების" ასპარეზობას გამოეხმაურა.

"მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატკივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ, გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, მადლობას ვუხდი წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ამ ტურნირამდე
მოსვლისთვის. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომლებიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე.

მადლობა გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის.

წარმატებები ჩვენს ქვეყანას!", - წერს ქეცბაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ამაზე ღირებული არაფერია... ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო" - თემურ ქეცბაია თურქეთთან მატჩის დროს ქართველი ფანების სკანდირებაზე წერს

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

alt"გუშინდელი დღით ამაყი ვარ!" - თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 17 /
თემური შენ ქართული სული და გული ხარ!
ვახო
28 ივნისი 2024 10:44
0
რათქმაუნდა ბიჭების დიდი დამსახურებაა ეს ყველაფერი,მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ფედერაციის მხარდაჭერის გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა. პირველ რიგში მადლობა კობის,იმისთვის რომ არის ნამდვილი პროფესიონალი,მთელი თავისი კარიერის მანძილზე. მან შეკრიბა კარგი გუნდი თავის გარშემო და დადო შედეგი. გავიხსენოთ შარშანდე თუნდაც 21 წლამდელთა წამატება და სხვა არაერთი! პირველად კობის ხელში გახდა ფედერაცია თვითკმარი და არ სჭირდება სუბსიდია სახელმწიფოდან. დაკვირვებული ვარ როცა რაიმე ცუდი ხდება მაშინვე კობის და კალა მივარდებიან და აკრიტიკებენ, კარგზე კი ხმას არ იღებენ!
kaxa
28 ივნისი 2024 10:34
13
100 % სიმართლეა.დიდი სამუშაო გასწია ფედერაციამ და ამიტომაც მალავდა ცრემლებს კობიაშვილი.
თანაც როგორი მწვრთნელი ჩამოიყვანეს.
ყველას გვახსოვს ქეცბაია როგორ აბულინგებდა ნაკრების ფეხბურთელებს. როგორ უპატივცემულოდ საუბრობდა მათზე.
სანიოლი კი როგორ პატივს სცემს და ვის არ მისცა შანსი. ზოგიერთის სახელი და გვარი მარტო თავისმა მშობლებმა რომ იცოდნენ.

-
28 ივნისი 2024 21:38
1
კობის და კალას იმიტომ მივარდებიან ხოლმე პირველი რო რა საქმეშიც არიან ამჟამად პროფესიონალურად და წარმატებით აკეთებენ და ეს ჩანს თბილისის ქუჩებშიც და ფეხბურთის შედეგებშიც და ეს არ აწყობთ ნაცებს და მათ მხარდამჭერებს, ალა ლუსულ კანონს იყვირონ და ქვეყანას შინ თუ გარეთ ჩირქი მოსცხონ და დაამუხრუჭონ აი ეს იციან ყველაზე უკეთ
gel-100
28 ივნისი 2024 20:03
1
2005 წელს კვიპროსზე ვცხოვრობდი თემურის გუნდმა ანორთოსისმა გადალახა ტრაპიზონის ბარიერი ევროტურნირზე ეს იგივეა რომ სოხუმის დინამომ ბაზირებულმა ქუთაისში დავუშვად დაამარცხოს მოსკოვის სპარტაკი საოცრება ხდებოდა მთელი კუნძული ზეიმობდა.ესეც არ არის შმთხვევით რომ დევნილ გუნდს ედგა სათავეში .თავად აფხაზეთიდანაა აუცილებლად გაერთიანდება საქართველო და კვიპროსიც .ეს მალე მოხდება . მე მჯერა
იმერელი
28 ივნისი 2024 10:21
2
" არამარტო ფეხბურთში სპორტის სხვა სახეობებში მსოფლიო ვარსკვვლავები გვეყოლება ღმერთი ქართველებსს ყველაფერში წინ დააყენებს .ქრისტეს ყველაზე ერთგულ ერს . ჩვენ საცოდავი კიარა უბედნიერესი ერი ვართ....მოვა დრო გუნდი ვერ დაგვამარცხებს ... .ჩვენი გამარჯვებების დრო ძალიან ახლოსაა . ჩვენ ჯვარს გვაცვეს ...მაგრამ ჩვენი აღდგომა მათ ტანჯვათ ექცევათ ...მე ეს ნანახი მაქვს /მამა გიორგი ბასილაძე მოწამეთა 1933 - 2013 /
იმერელი
28 ივნისი 2024 10:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული