იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და საქართველოს ეროვნული გუნდი შეაქო.

"უნდა დაუბრუნდეს თუ არა ტურნირი 16-გუნდიან ფორმატს? მე ასე არ ვფიქრობ. პატარა ქვეყნებისთვის ასეთ დიდ ტურნირებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ეს ყოველთვის საინტერესოა. ერთ-ერთი მაგალითი საქართველოა. ისინი ყოველი თამაშის შემდეგ სულ უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან. ეს წარმოუდგენელია. ეს განსაკუთრებული ტურნირია და თავისი შინაარსით კარგია", - განუცხადა ნაგელსმანმა Sky Sport Germany-ს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თურქეთთან და ჩეხეთთან მოგება შეგვეძლო. მაგრამ...
ბათუმელი
30 ივნისი 2024 04:55
0
იულიან ტყუილად არ გვახსენე უნდა შეგხვდეთ და თვალებში ჩაგხედოთ
ჟორა
29 ივნისი 2024 15:44
0
ცოტა რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა როგორ ემზადებიან საქართველოს ჩემპიონები ევრო ტურნირებისთვის?? ...ალბათ პაპიროზის ფული არ აქვთ
ივარჯიშეთ
29 ივნისი 2024 13:10
18
გიცანი,ჩემიანი ხარ,5
სააკოვი
29 ივნისი 2024 19:30
0
როდესაც ყველაზე ცუდი დროება ედგა ჩვენს ნაკრებს, აი მარცვალაძე და სირაძე რომ თამაშობდნენ, მაშინაც კი გვქონდა ნიჭის სასწაული გამონათებები, ცხადი იყო რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო ჩვენი ნიჭის გაბრწყინება. უბრალოდ ნახეთ სხვა სპორტებშიც რას ვშვებით ეს 3,5 მილიონიანი ქვეყანა, რა ფეხბურთელები გვყავდა საბჭოთა დროს. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის მერე ფეხბურთის სისტემა ძალიან ჩავარდა, ახლაც მთელი ნაკრები ლამის დინამოს აკადემიის გაზრდილია და წარმოიდგინეთ რა შეგვიძლია თუ დინამოს აკადემიის მსგავსი კიდევ მინიმუმ 7-8 აკადემია გვექნება სხვადასხვა რეგიონში. საქართველოში ფეხბურთს უდიდესი მომავალი აქვს.
Gio
29 ივნისი 2024 11:01
1
კარგია ჩვენი ბიჭების აღიარება.მომავალში ბიჭებსაც წაადგება და ნაკრრებსაც.რაც შეეხება იმას,რომ თუ ესპანეთს გავცდებით გერმანია შეგვხდება სულ არ ვფიქრობ მე მასე.დანია არის გუნდი რომელმაც ფეხბურთს აჩუქა პრებენ ელკიაერ ლარსენი და ალან სიმონსენი.ასე რომ გერმანელებს ისეთივე დაძაბული თამაში ექნება დანიასთან როგორიც ესპანელებს ჩვენთან
გოჩა
29 ივნისი 2024 10:50
7
სასწაულები ხდება! გვჯეროდეს ამ გუნდის.❤
ქობულეთიდან
29 ივნისი 2024 08:51
2
პორტუგალიამდე ეჭვი მეპარებოდა, ვერ წარმომედგინა ისედაც მადლობელი ვიყავი ბიჭებისა. ეხლა ყველა ეჭვზე ბოდიშს ვიხდი და დარწმუნებით ვამბობ, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ერთერთი საუკეთესოა და მასთან თამაშისას ნებისმიერ ლიდერს ძალების დაძაბვა და მაგარი ნერვიულობა მოუწევს. პორტუგალიის შემდეგ ევროპის ტოპები დაიძაბნენ და საგონებელში ჩავარდნენ, ძალიან არ უნდათ საქართველოსთან შეხვედრა, მათთვის უცხო, ფეთქებადი და არაპროგნოზირებადი სტილით თამაშობენ ჩვენი ბიჭები, ამიტომ ევროპულ გუნდებს ართმანეთთან თამაში ურჩევნიათ, ერთმანეთს კარგათ იცნობენ
ზურაბ სუხაშვილი
29 ივნისი 2024 08:25
4
მსოფლიოში ერთ-ერთ საოკეთესოზე გარდა, ყველაფერი სწორეა.
არ დაგვავიწყდეს, რომ სამივე თამაში მეორე ნომრად ვითამაშეთ. საუკეთესოები ასე არ თამაშობენ.
საბერძნეთ 2004-ს უფრო ვგავართ, რომლის სტილიც ბევრ ქართველ გულშემატკივარს არ მოსწონდა.
სტალინი
29 ივნისი 2024 11:47
3
Დაწყნარდი,თავს არაფერი აუტეხო
dogi-Ს
29 ივნისი 2024 08:16
13
თუ განგებამ ინება და ესპანეთს გავცდით , დიდია იმის შანსი, რომ გერმანიაზე გავიდეთ. ეს კარგად ესმის ნაგელსმანს და წინასწარ გამოხატავს პატივისცემას. ჩვენი ნაკრების თამაში მართლაც აგორებულ ზვავს გავს, რომელიც პატარა გუნდიდან წარმოიშობა და რაც უფრო შორს წავალთ, მით უფრო საშიშები და მომაკვდინებლები გავხდებით ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის, მათ შორის გერმანიისთვისაც.
ABARA
29 ივნისი 2024 00:41
5
მეტირება ესეთ სტატიებს რო ვკითხულობ. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს!!!
dogi
28 ივნისი 2024 23:32
1
როცა იმპრიის ბოღმა გვახრჩობდა ფეხბურთში იყო შვების ცრემლი ! ახლაც მასეა , გვახრჩობენ , გამარჯვების ცრემლი გვედინოს !
ალექს
29 ივნისი 2024 08:26
3

სიახლეები პოპულარული