ვილი სანიოლი: ესპანეთთან 1:7 წაგება კარგი გაკვეთილი გამოდგა - თავდაჯერება არ გვაკლია

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს და მოედანზე გასვლას მოუთმელნლად ელიან. ესპანეთთან 1:7 წაგება რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ესეთი მომენტები საჭიროა. ეს ჩვენი განვლილი გზის ნაწილი იყო. ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

3.5 წლის საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მენტალური განსხვავებების გასაგებად
გარკვეული დრო დამჭირდა. ესეც გზის ნაწილია. მე და ფეხბურთელები ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, იციან, როგორ ვმუშაობ და რას ვითხოვ. ფეხბურთი შენი გამოცდილებითა და გრძნობებით უნდა ითამაშო. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, იმავე უილიამსისა და იამალის განვითარებას დავაკვირდეთ. კარგია, რომ ფეხბურთი მხოლოდ მესისა და რონალდოს პიმპონგი არაა. როდრი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეცბურთელია.

ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ის გუნდს ეხმარება, მაშინ ბედნიერი მენეჯერი ვარ. ხვალ ახალი მატჩია, ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს. თავდაჯერება არ გვაკლია."

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

მკითხველის კომენტარები / 17 /
7-1 უნდა მოვუგოთ. ნაკლები წაგებას ნიშნავს.
გივი
30 ივნისი 2024 03:40
1
ჩვენ კი ვიხახით გვჯერა და სწორია ოპტიმისტური განწყობა მაგრამ უფრო დამაჯერებელი რომ გახდეს გამარჯვება ორ ბურთიანი უპირატესობით უნდა გავიდეთ წინ მაგისთვის საჭიროა მაქსიმალურად გამოიყენონ საგოლე მომენტები..პორტუგალიასთან 3 რეალური მომენტი გვქონდა!!
ჟორა
29 ივნისი 2024 21:35
0
რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს მერვედფინალური მატჩი , საქართველოს ნაკრები მაინც ქებიას და ტაშს იმსახურებს !!!
ბესო
29 ივნისი 2024 21:26
0
ნეტა ჩვენი ზღაპარი გაგრძელდეს!
ნელი
29 ივნისი 2024 21:23
0
კარგი შეკითხვა დაუსვი ბოლოში, მადლობა ღვთისო რასაც აკეთებ.
ღვთისოს
29 ივნისი 2024 20:39
0
ესპანეთს ფატიურად ერთი კვირა გამოსდის დასვენება,ალბანეთთან მეორე სასტავი თამაშობდა.ჩვენ კიდევ 3 დღე ნახევარში გვიწევს თამაში.ძალიან ძნელია ასეთ მოკლე დროში პორტუგალიასთან დახარჯული ძალების აღდგენა,თან ჩვენი ასაკოვანი დაცვის ფეხბურთელებისთვის.ამ ფაქტორმა შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს.
მირო
29 ივნისი 2024 20:24
3
რა გამოდის,1-7 ჭკუა გვასწავლაო ე.ი. თავის დღეში აღარ დაუბრუნდება 4-3-3 ფორმაციას. ნუ რას ვიზავთ,მე არ მომწონს ეს ამბავი,მარა მწვრთნელი ის არის და თვითონ იცის. რუსეთის ხსენებაზე აქ ბევრს აყრის,მარა უნდა გავიხსენო,რადგან ისლანდიის ინგლისთან მოგება არ გამოდგება,რადგან ინგლისი ტრადიციულად ბანძი გუნდია და ესპანეთს ვერ შეადარებ,ხოლო ისლანდიას საქართველოს. ისლანდიას ვულკანების მეტი არაფერი ქონდა მანამდე,ჩვენ მესხი და ყიფიანი გვყავდა. ამიტომ უპრიანი იქნება გავიხსენოთ,2008 წელი და 1/4 ფინალი,როცა რუსეთმა ჰოლანდიას მოუგო და გაგდო. არადა,მანამდე ჰოლანდია სკვდილის ჯგუფიდან 9 ქულით გავიდა,მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონი დაამრაცხა,თან ოთხ-ოთხი ბურთი გაუტანა,ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ამ თამაშამდე. ახლაც ასეა,ესპანეთი ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა აქამდე,ხოლო საქართველო აღმოსავლეთ ევროპული გუნდია,დასავლეთ ევროპელი მწვრთნელით(რუსებს ჰოლანდიელი ჰიდნიკი ყავდათ მაშინ). არც ისე ცუდად არის საქმე,დასაკარგი რა არის რო? თუ სწორად ვითამაშებთ,ესპანეთს კი არა,არგენტინას მოვუგებთ. რა არის სწორი თამაში,ამაზე არ დავიწყებ,მწვრთნელი არის სანიოლი და ჩემზე კარგად იცის. წარმატებები,მოდით ესპანეთიც გავაგდოთ.

პ.ს. განვმარტავ,რუსეთი არ არის ნახსენები დადებით კონტექტსტში,მაგალითი მოვიყვანე,როგორ გაგდო ტურნირის მფრინავი გუნდი ანდერდოგმა. სხვა არ გამახსენდა უცებ,რომ შედარება შესაძლებელი ყოფილიყო. რა ვქნა,ნაცისტების მეშინია:) საშიში ხალხია და საქართველოში არცთუ ცოტანი არიან.
იასონას უდარი
29 ივნისი 2024 19:49
1
პორტუგალიასთან თამაშს განმეორებით ვუყურე მთელი 90 წუთი ეს ჩვენი 3 ნახევარმცველი სინქრონში იყვნენ სულ... ასეთი დისციპლინა ქართველებისგან გამიკვირდა ერთხელაც არ დარღვეულა.. აი ასეთი თამაში გვინდა ესპანეთანაც და უბრალოდ შეტევის დროს მეტად დაკვირვება მართებთ დასარტყმელ პოზოცოენზე ჩვენები ხშირად გადიან და ამას დანახვა უნდა და არა უაზროდ კარებში დარტყმა,, ეს თუ გამოასწორეს ესპანეთს მოუწევს დაჩოქება!!!
roni
29 ივნისი 2024 19:39
0
Ნაკრების მწვრთნელობას ხო არ უმიზნებ?
nuri-ს
29 ივნისი 2024 18:49
1
ბიჭებო ნუ ჩაჯდებით ყრუ დაცვაში, იმოძრავეთ ბევრი, ითამაშეთ აგრესიულად, თავისუფლად, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე, კი გასაგებია ესპანეთი ძალიან ძლიერი და სწრაფი გუნდია, მაგრამ არც თქვენ ხართ სუსტები და მიაწექით ბოლომდის და ყველაფერი კარგად იქნება
Nuri
29 ივნისი 2024 18:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული