"ხვიჩას დე ლაურენტისის ნათქვამზე გაეცინა - აურელიოს შეუძლია "ძალისმიერ მეთოდებს" მიმართოს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ პორტუგალიელთა კარში გატანილი გოლის შემდეგ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ქართველს დიუსელდორფში წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩააკითხა.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო ორსაათიანი შეხვედრის დეტალებს იტყობინება. მისი თქმით, მინი-სამიტმა ძალიან მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა, რომელიც კიდევ უფრო გაახალისა ერთმა ახალგაზრდა ქართველმა, ვინაც იტალიური სიმღერები შეასრულა. დე ლაურენტისმა ხვიჩას უთხრა, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე პროექტის მის ირგვლივ შექმნას გეგმავს, რაზეც "კვარას" გაეცინა.

მოკლედ, კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და
კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ. მხარეები მოლაპარაკებებს ევრო 2024-ის დსრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ხვიჩას "ნაპოლი" სეზონურ გასამრჯელოდ 5-5.5 მილიონ ევროს სთავაზობს, პლუს ბონუსებს, საერთო ჯამში შეუძლია წელიწადში 7 მილიონი გამოიმუშაოს, თუმცა პსჟ-ის წინადადება გაცილებით უკეთესია - 7 მილიონი ანაზღაურება ფეხბურთელს (ეს არსებულ ფინანსურ ვითარებაში კლუბის მაქსიმალურად შესაძლებელი ვარიანტია) და თუ ნეაპოლური კლუბი დათანხმდა, ტრანსფერში 110 მილიონს მიიღებს.

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიასთვის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა მომგებიანია და უნდა კიდეც, თუმცა "ნაპოლი" ასე ადვილად ვერ შეელევა და ზომებსაც მიმრთავს. კერძოდ, თუ ხვიჩამ ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, არსადაც არ გაუშვებენ და არსებული ხელფასით გააგრძელებს თავის ამჟამინდელ გუნდში თამაშს.

"რეპუბლიკა" წერს, რომ დე ლაურენტისი პრობლემების დიპლომატიური გზით გადაჭრას ცდილობს, თუმცა შეუძლია "ძალისმიერ მეთოდებს" მიმართოს.

"ნაპოლის" ყოფილმა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა, რომელიც ახლა სლოვაკეთის ნაკრებში მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას ასისტენტია, კვარაცხელიას დარჩენისკენ მოუწოდა: "კვარა" არ უნდა წავიდეს! "ნაპოლის" ისეთი ჩემპიონები სჭირდება, რომელთაც გულშემატკივრების აღფრთოვანება და მატჩების მოგება შეუძლიათ. ახლა გუნდის თავკაცი კონტეა. ეს ძალიან მაინტერესებს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

მკითხველის კომენტარები / 13 /
რაო, მოხუცო ვაჭარო, შიშმა ხომ არ შეგიპყრო?? ბოლო ტურში კვარას მაგარმა თამაშმა და სხვა კლუბების დაინტერესებამ დაგაფრთხო? აქამდე ფიქრობდა ალბათ, თავს ვერაფრით გამოიჩენს ხვიჩა -საქართველოს ნაკრები ჯგუფიდანაც ვერ გავა და ისევ ისე გავაგრძელებ კონტრაქტსო(როგორც იმეორებდა ხოლმე-ჩვენ პრობლემა არ გვაქვს "კარგი" კონტრაქტია რაც არის და პატივი უნდა ვცეთ მასო). წუწურაქო, 2 წელი სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშეს და სკუდეტოს მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანს დამლაგებლის ხელფასზე რომ ამყოფებ ამხელა პრზიდენტ კაცს ეგ გეკადრებაააა???? რამე რო იყოს, პსჟ მაგ კონტრაქტის დარღვევის ჯარიმასაც გადაიხდის -საქმე საქმეზე რო მიდგება. ასე რომ, წინ კვარა უკეთესი ვარიანტისკენ, რატომ არ უნდა ითამაშო ჩემპიონთა ლიგაზე მთელი 1 წელი, და ნაპოლი ლიგაზე რომ ვერ გავიდა ისევდაისევ დე კრიჟანგ ლავრენტის "დიდი დამსახურებაა" თავისი გიჟობებით, მწვრთნელების უაზრო ხშირი ცვლებით, კარგი ტრანსფერების არგანხორცილებით(ფულის ეკონომიის მიზნით), უხარისხო ფეხბურთლების ყიდვით და რაღაც ახირებებით....
ვაჟა
19:55 29-06-2024
0
ევროპელებო სანამ საქართველოს ნაკრებზე დაიწყებთ ჭორაობას თქვენი მოგონილი "ვიკიპედია"-თი მოძებნეთ 1960 წელს ევროპის 1 ჩემპიონების (უხსენებელი ქვეყანაა სამწუხაროდ) შემადგენლობა სადაც 4 ქართველი თამაშობდა. აქედან გამომდინარე ქართველები დებიუტანტები ვართ სახელმწიფოებრივად და არა საფეხბურთო გაგებით. ჩვენი ფეხბურთის ფუძემდებლები და დღევანდელი შემოქმედნი თქვენ არც დაგესიზმრებათ და ასეთი შემადგენლობისაა: პაიჭაძე-მესხი-მეტრეველი-ჩოხელი-კოტრიკაძე-ასათიანი-სიჭინავა-ბარქაია-ხურცილავა-ჩივაძე-ხინჩაგაშვილი-ყიფიანი-დარასელია-შენგელია-გუცაევი-სულაქველიძე-ქინქლაძე-(ა+ბ+გ+დ+ე+ვ+ზ+თ)-კვარა-მამარდა-ჟორჟი?
ვაჟა მასწავლებელი
15:45 29-06-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული