ზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია მიიჩნევს, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ დაპირისპირებაში უშანსოდ არ არის.

"თურქეთთან და ჩეხეთთან არ გაგვიმართლა, იღბალმა ზურგი გვაქცია. ოდესღაც ფორტუნა ხომ უნდა დაბრუნებულიყო! ბიჭებმა პორტუგალიასთან მაგრად ითამაშეს, უბრალოდ შესანიშნავად! ეს აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება იყო. მათ აჩვენეს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ავტორიტეტების შიში არ აქვთ. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ შედეგი კანონზომიერი არ გახლდათ?

წარმატება მუდამ თანამგზავრი უნდა იყოს, რადგან ეს სპორტია. ჩვენ ყოველთვის უნ
და ვიბრძოლოთ. ვთვლი, რომ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ესპანეთთან აუცილებლად შეძლებენ თავის გამოჩენას. ჩვენ კარგი ფეხბურთელები და ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. მათ ყველაფერი შეუძლიათ!

პლეი-ოფში გავიდნენ და ჩვენთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უკვე გმირები არიან. რაც მეტ ტურს გაივლი, მით უკეთესი. ესპანეთი მთლად ისე ძლიერი გუნდი არაა. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ. იმიტომ, რომ ცხელი სისხლი გვაქვს", - განუცხადა ჯანაშიამ "სპორტ-ექსპრესს".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ქართველებს მართლა გვაქ ცხელი სისხლი ზაზა!!! მაგრამ ფუი შენს ქართველობას
ქართველი
30 ივნისი 2024 19:01
2
გაგკარით რუსეთის მომხრეებს!
??
30 ივნისი 2024 11:57
4
ყოველ დილით! უზმოზე!
Obama
30 ივნისი 2024 13:03
0
ეს რა ფოტო გიდევთ? ისეთი სახე აქვს კვარას თითქოს აწყნარებს გუგეშაშვილს რომელსაც მამრდას ექაჩება მაისურზე და მამარდასაც განაწყენებული სახე აქვს. გუგეშაშვილს რამე არეულობა ხომ არ შეაქვს გუნდში? ძალიან არ მომეწონა ეგ ფოტო რადგან არცერთ მხიარული მომღიმარე სახე არა აქვს მაგ ფოტოზე და ხვიჩასაც მამარდასაც აშლილი სახეები აქვთ.
G.LA
30 ივნისი 2024 07:52
3
ლაპარაკობს და უსმენენ.
პროვოკატორო
30 ივნისი 2024 16:15
0
1000000 მილიონზე მეტი ქართველია რუსეთში, რომლებიც ერთ მაგდენს აქ არჩენენ. ვინ ჩემი სამში გრძელები ხართ რომ მილიონ ქართველს ერთ ქვაბში ხარშავთ? ასე რამ გამოგაქლიავათ? მოსკოვში მცხოვრები მშრომელი ქართველი მირჩევნია იმ კაცს თავის ფეკალიებს კედელს რომ უსმევს და ჟღვლინტებს ჭამს. ვაი თქვენ პატრონს უბედურს
საბა
29 ივნისი 2024 23:49
12
მოსკოვში მცხოვრები "მშრომელი" ქართველის შესახებ არასოდეს არაფერი მსმენია.


??
30 ივნისი 2024 11:55
3
როგორ შეილება რუსეთში მცხოვრები ადამიანის გაკეთებული განცადება გამოაქვეყნოთ , ეს შეურაწყობს ევროპულ ღირებულებებს , ევროპა სინათლეა ევროპა სიხარულია ევროპა ადამიანების უფლებებეია :D :D :D :D :D :D :D:D ....-:)
ევროპელე.I.
29 ივნისი 2024 23:19
17
შენ ხარ სუფთა პროვოკატორი. ხან რუსეთშიბმცხოვრებლი ქართველებით, ხან ნაკრების ყველა თამაში დამარცხებით და ხანაც ნაცებით შემოგაქვს აქ შე უდღეურო. გონია ამით აქ ხალხს აპირისპირებ რომ ევროპა შეიძულოს ხალხმა. ვაი შენ უტვინო თავს შე დაუნო.
Zura222-ს. შენ ხარ პროვოკატორი
30 ივნისი 2024 15:05
1
ნამდვილად ასეა და ღლიცინი და სარკაზმი უადგილოა
გოგა
30 ივნისი 2024 00:50
8
“ჩვენ” :))))
.
29 ივნისი 2024 20:12
12
ჯანაშიას მერე კავაზაშვილის აზრი გვაინტერესებს და მერე სოსო პავლიაშვილის და ბარემ ჯიქიასიც და ეგ არის...
ვენეციის კომისია
29 ივნისი 2024 19:42
25
ეგენი ქართველები არ არიან და არც შენ ხარ როგორც ჩანს
ჯუდოს
29 ივნისი 2024 22:06
18
სტეფანეს კნავილი გირჩევნია,გეტყობა და წურწუმიას ხავილი
ღმერთმა ყველგან გაუმარჯვოს ჩვენს ქართველობას
ჯუდო
29 ივნისი 2024 22:01
11
ჰო, აბა რა ზაზა, ქართველებს ცხელი სისხლი გვქონია და ესპანელები რუსებივით ცივსისხლიანები არიან, ხომ?)))) რა შუაშია სისხლი, ეს ისევ ცხელსისხლიანობით აკვირვებს რუსეთს. მართლა საბჭოთა კავშირში ჩარჩა.
რაებს ბოდიალობ ზაზა?
29 ივნისი 2024 18:42
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული