ესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

AutoSharing Option
ესპანური პოპულარული გამოცემა AS წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში უკვე ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს და ამიტომ, შესაძლო პენალტების სერიის განხილვაცაა საჭირო.

წყარო უშუალოდ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკაზე ამახვილებას ყურადღებას.

ირკვევა, რომ "ჯვაროსანთა" კიპერს კარიერაში ჯამში 19 პენალტი დაურტყეს, საიდანაც 5 მოიგერია (3 "ვალენსიაში" და 2 "ლოკომოტივში").

უშუალოდ პენალტების სერიაში გიორგიმ 4-ჯერ ითამაშა. 17 თერთმეტმეტრიანიდან 1 მოიგერია (საბერძნეთთან) რაც წარმატების 5,88%-ს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთს შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მამარდაშვილს პორტუგალიასთან ეიფორიის შემდეგ ცხელ გონებაზე მოუვიდა ის ფრაზა როცა გიორგიმ ღიად თქვა - "ხვიჩა უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთიო“. დღეს, ეს ფრაზა „მარკას“, ესპანეთის ყველაზე პოპულარული გამოცემის პირველ გვერდზე იყო. მოთამაშეები ასეთ რამეებს იმახსოვრებენ ხოლმე - ჩვენი მეტოქე აგრესიული და ძალიან მობილიზებული გამოვა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ (თუ არადა მატჩის შემდგომ გადაამოწმეთ სტატისტიკაში) ესპანელები ამ საღამოს მინიმუმ ათჯერ მაინც დაგვირტყამენ კარის ჩარჩოში და იმედია მამარდაშვილი ათივეს მოიგერიებს.
M-33
14:46 30-06-2024
8
მამარდას, კვარას და ჟორჟის ნაირი არ ყავთ ესპანელებს და რა თქვა მამარდამ ტყუილი ან გადამეტებული? ესპანეთი რომ ჩვენზე ძლიერი ნაკრებია და ევროპიაში კი არა ალბათ მსოფლიოშიც ამ ეტაპზე, ამაზე არ ვდაობთ. მაგრამ ბიჭები დატენილები არიან ემოციორად, ბიჭები ხედავენ როგორ გაგვაბედნიერეს მთელი ქვეყანა და ეს ბიჭებს ძალიან მატებთ ძალებს. მე მჯერა ჩვენი ბიჭების რომ გოლიათის წაქცევა შეგვიძლია. გამარჯვება საქართველოს.


პ.ს. გიუშა და სხვა ჩასაფრებულებო. თქვენ არც მაშინ გჯეროდათ ბულგარეთს და მაკედონიას რომ მოუგეთ, მე დავწერე : ჩვენ ევროპაში მივდივართ ვისაც არ გჯერათ სახლში დარჩით მეთქი, თქვენ ჩასაფრებულებს არც ბერძნების დამარცხების გეჯერათ, თქვენ ჩასაფრებულებს არც ჯგუფიდან გასვლის გეჯერათ , მოკლედ ძალიან დაუჯერებლები ხართ და ჩასაფრება გირჩევნიათ. ხოდა იყავით ბუჩქებში ჩამჯდარი და თუ არ გინდათ ნუ გაამხნევებთ ჩვენ ბიჭებს. ჩვენ ისედაც მთელი ქვეყანა სულით და გულით მათან ვართ
G.LA
19:10 30-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული