"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
რუსული sport24 ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთ აგენტ ნუკრი რევიშვილს ესაუბრა, რომელსაც კითხვა გიორგი მამარდაშვილის განცხადებას შესახებ დაუსვეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრების კიპერმა თქვა, რომ ხვიჩა მთელს ესპანეთის ნაკრებს სჯობია.

"რა თქმა უნდა, ხვიჩა ესპანეთის მთელ გუნდს სჯობს, ამიტომ მამარდაშვილის სიტყვებს ვეთანხმები. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა.

გუტის განცხახება და მისთვის მაისურის გაგზავნა? - ხვიჩა ამას აუცილებლად გააკეთებს. კვარაცხელია დაამარცხებს დღეს ესპანეთს და ზუსტად ამ მაისურს გაუგზავნის, კაი მიზეზი იქნება", - თქვა რევიშვილმა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ დავეთანხმები ნუკრის. გუტი კაი ტიპია . კვარა გერმანიას რო დაამარცხებს იმ მაისურს გაუგზავნის!
ბოკინიო
30 ივნისი 2024 18:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული