ესპანეთი - საქართველო. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონტის მერვედფინალური მატჩის პირველი ტაიმის საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაუეფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდნენ - კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთნ ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში დაიძაბა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კუკურელიას და უილიამსმა გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. თუმცა, როდრიმ ანგარიში გაათანაბრა.
თან, კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ალთუნაშვილმა შეცვალა.

კიოლნი. „რეინ ენერგი“
ესპანეთი - საქართველო
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

altმატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი

მკითხველის კომენტარები / 21 /
დიდი მადლობა მთელ გუნდს. მაქსიმალურად დაიხარჯნენ.ესპანეთის ნაკრები ბევრად მაღალი კლასის გუნდია, როგორც ტექნიკით, ასევე ფიზიკურად.რომ არა მამარდაშვილის საოცარი თამაში, ალბათ შედეგი უარესი შედეგი დაიდებოდა.სამწუხაროდ ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა ვერ უძლებს 90 წუთი სრული დატვირთვით თამაშს და ამას ნაკრების ვერცერთი მწვრთნელი ვერ შეცვლის.
ბევრს ეწყინება, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია დავწერო, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა ვერც კვარაცხელიამ აჩვენა მაღალი კლასის ფეხბურთი და ვერც ჩაკვეტაძემ. დავითაშვილი და ალთუნაშვილი ხომ საერთოდ გაურკვეველია რას აკეთებენ მოედანზე. კაშიამ ( თავისი ასაკის გათვალისწინებით) დადო მაქსიმუმი, მაგრამ ეტყობა რომ უკვე დროა დაემშვიდობოს ნაკრებს.გველესიანი პირველი 45 წუთის განმავლობაში არ უშვებდა შეცდომებს, მაგრამ მერე დაეტყო ძალების სრული გამოფიტვა და მწვრთნელს ადრე უნდა შეეცვალა.
მოკლედ, დებიუტი იყო ძალიან კარგი. ყველას გილოცავთ. იმედია, რომ შემდგომში ახალი თაობის ფეხბურთელები გაითვალისწინებენ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ მომზადებას.
Walter White
01:00 01-07-2024
2
წერეთ ეხლა დისლაიქები ზეპირად ვიცი ვინ და რატო წაიყვანა ხო გამოჩდა რა შეცდომები იყო დაცვაში ვისაც ესმის ფეხბურთი კი დაინახავდა ადიის ამიგოს
ფანი
00:46 01-07-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული