ესპანეთი - საქართველო. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონტის მერვედფინალური მატჩის პირველი ტაიმის საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაუეფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდნენ - კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთნ ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში დაიძაბა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კუკურელიას და უილიამსმა გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. თუმცა, როდრიმ ანგარიში გაათანაბრა.
თან, კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ალთუნაშვილმა შეცვალა.

კიოლნი. „რეინ ენერგი“
ესპანეთი - საქართველო
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

altმატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი

მკითხველის კომენტარები / 21 /
Გენაცვალეთ Ბიჭებო. ნებისმიერ ᲨემᲗხვევაᲨი Ჩვენი გმირები Ხართ და მადლობას Გიხდით როგორც, Ქართული ფეხბურᲗის ერთ-Ერთი გულᲨემატკივარი
დინამოელი
23:53 30-06-2024
0
აბსუს რა დროს მიიღო ტრამვა კიტეიშვილმა. ვეღარ შეუშალა ხელი დარტყმაში....კიტე ჯანზე რო ყოფილიყო არ გავიდოდა ეს გოლი... იმედია მეორე ტაიმში გადავალთ შეტევაზე და გვათამაშებს ეს ანაკონდა ესპანეთი
roni
23:58 30-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული