საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - "ჯვაროსნების" საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორიც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. მოლოდინისამებრ, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდა - კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთან ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში დაიძაბა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კუკურელიას და უილიამსს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება, თუმცა როდრიმ ანგარიში გაათანაბრა. მორატა იმ მომენტში მამარდაშვილს ხელს უშლიდა, მაგრამ VAR-მა
თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. თან, კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ალთუნაშვილმა შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ შენიშნა, რომ მეკარე წინ იყო გამოსული, მაგრამ ცენტრიდან ვერ გაუტანა. მერე მამარდაშვილმა იამალის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, თუმცა მალე ფაბიან რუისმა „ფურია როხა“ დააწინაურა. სანიოლმა ლოჩოშვილი და ჩაკვეტაძე წიტაიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. იამალმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე წიტაიშვილმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. იამალის ჩაწოდებული ბურთი გველესიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა, თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ უილიამსმა 75-ე წუთზე გაგვიტანა. 79-ე წუთზე გველესიანის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე კვეკვესკირი და ზივზივაძე შევიდნენ. სამწუხაროდ, ოლმომაც დალაშქრა ჩვენი კარი და მარცხი განვიცადეთ.

აღსანიშნავია, რომ ესპანელთა ძირითად შემადგენლობას წინა შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცა და ამ ფაქტორმაც იმოქმედა. მთავარია, ჩვენმა გუნდმა ევროპირველობაზე ღირსეულად იასპარეზა და დიდი პერსპექტივა გააჩნია.

5 ივნისს, მეოთხედფინალში, ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება.

კიოლნი. „რეინ ენერგი“
ესპანეთი - საქართველო 4:1
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39), 2:1 ფაბიან რუისი (51), 3:1 უილიამსი (75), 4:1 ოლმო (83)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვეკვესკირი 79), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 64), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 79)

მკითხველის კომენტარები / 124 /
როდესაც ნაკრების უმეტესი ფეხბურთელი სუსტ გუნდებში თამაშობს,ხოლო შეცვლაზე უფრო სუსტი გუნდებიდან, ამ დროს ევროპის პლეიოფში გადიხარ,გამოდის სანიოლი სწორ ფეხბურთს ათამაშებს.ხოლო ვინც ესპანელებთან, ამ საოცარ გუნდთან წაგებაში სანიოლს ადანაშაულებთ სჯობია ფეხბურთის ყურებას თავი დაანებოთ.გუნდმა 90 წუთი პრესინგი გვეთამაშა.
ასეა ეს
01 ივლისი 2024 18:49
4
ბიჭოს თქვენი გამკვირვებია სანიოლზე ცუდს ნუ იტყვი ყველაფერი კარგად არისო და დავიჯერო მარტო მე ვარ ესე?რა კომპონენტში მოვუმატეთ მისი ხელმძღვანელობით ერთი ეგ მანახა.პრესინგს ჩვენ ვერ ვთამაშობთ,ფიზიკური მომზადება კატასტროფული, მეორე ტაიმში ფეხბურთელები ვეღარ სუნთქავდენ,გადაბმულად 3-4 პასს ვერ ვაკეთებთ,რამდენჯერაც ესე გადავწყვიტეთ ბურთის ამოტანა იმდენჯერ დავკარგეთ და საგოლე მომენტი შეიქმნდა ჩვენ კართან,რგოლებს შორის კავშირი აბსოლიტურად მოშლილია.ტაქტიკა ჩვენ არ გვაქვს და სტრატეგია,თუ სტრატეგიად ითვლება 11 კაცით საკუთარ საჯარიმოში დგომა,მაშინ მე ბოდიში,სხვა მხრივ კიდე რა მოგწონთ სანიოლის იქნებ დაწეროთ.
ლევანი
01 ივლისი 2024 16:08
3
საზონოვი რატომ არ წაიყვანეთ
01 ივლისი 2024 16:00
0
ვერ გავიგე და იქნებ გამარკვიოთ, ნაკრების წინსვლა კონკრეტულად სად დაინახეთ? და სტასტიკას თუ გაეცანით? წინასწარ გიხდით მადლობას.
კიეზა-ს
01 ივლისი 2024 14:43
2
უსუსტესი ნაკრები გვყავს. ოთხ თამაშში რაც ჩვენს კარში უბრახუნეს, რუსის დოლს არ მოხვედრია მაგდენი. სანიოლი აქამდეც გასაშვები იყო, რადგანაც ძირითადი შესარჩევი მთლიანად ჩააგდო! ვაცალოთო, ვაცალეთ ბატონო და რა მივიღეთ? ერთი მოგებული თამაში უმოტივაციო პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან. ისინიც კი ორივე ტაიმში გვიტევდნენ. დანარჩენზე ლაპარაკიც ზედმეტია, სვარკაზე უარესი საყურებელი იყო. თურმე მადლობა უნდა ვუხადოთ ბიჭებს თავდადებისათვის, კი ბატონო, მადლობა ყვეელას, მაგრამ დანარჩენი მონაწილეები დასეირნობენ ჩემპიონატზე და თავს არ ზოგავენ? ჯერ კიდევ ქეცბაია ათამაშებდა ასეთ დაცვით ფეხბურთს და რა შეიცვალა იმის მერე? არაფერი. გვყავს 3-4 ფეხბურთელი, რომლებიც აკმაყოფილებენ საშუალო ევროპული მომზადების დონეს. ფიზიკურად ორი ტაიმის თამაში ქოჩორას გარდა არავის შეუძლია. ნახევარზე მეტი ფეხბურთელებია გასაშვები, რა თქმა უნდა სანიოლიც, რომელმაც არავითარი სიახლე არ დანერგა გუნდში და კადრების შერჩევაშიც მოიკოჭლა. ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე არაფერს ვამბობ. ბიჭები ელემენტარულ სტენკას ვერ ათამაშებენ და ბურთი ვერ ამოაქვთ ცენტრამდე. 5 წუთითაც ვერ ასწავლა პრესინგის თამაში. ესპანელები მაგალითად 7-8 კაცით გვაპესინგებდნენ ჩვენს საჯაიმოსთან და მამარდას ბურთის შეყვანაც კი უჭირდა თამაშში. მომეწონა დისციპლინა ნაკრებში და მაყურებლის გულშემატკივრობა თამაშებზე. ეხლა გინდა ზღაპარი დავარქვათ ჩვენს გამოსვლას და გინდა იგავ-არაკი. ფაქტია, რომ საჭიროა ახალი პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც საგრძნობლად გადაახალისებს შემადგენლობას, უფრო მეტ ახალგაზრდას მიცემს შანსს (საზანოვი, გოჩო, აზაროვი, არიან კიდევ სხვებიც) და პირველ ნომრად გვასწავლის თამაშს. როგორ შეიძლება რომ ყველა თამაშს პირველივე წამიდან ცენტრის ჩაბარებით ვიწყებდეთ? ამას ალბათ ნაურუს ნაკრებიც არ იკადრებს. ეხლა კვლავ გვეტყვიან ცოტა დროა ახალ შესარჩევამდეო და ვაცალოთო. აცალეთ ბატონო. საწყენია, რატომ სწავლობს ყველა ჩვენს ხარჯზე მწვრთნელობას? ან ვინმეს თუ უნახავს რომელიმე გუნდის გასახდელში ქვეყნის და ფედერაციის ხელმძღვანელი პირების ასეთი ზედახორა? ყველგან საარჩევნოდ არ უნდა იმუშაოთ, ნუთუ ეს ძნელი გასაგებია? სანიოლს ალბათ ღირსების ორდენითაც დააჯილდოვებენ. მიეცით ბატონო, ჩემი რა მიდის. უბრალოდ ხალხს ნუ აცხოვრებთ ზღაპარში, ერი ამას ნამდვილად არ იმსახურებს.
მართლაც რომ ზღაპარში ვცხოვრობთ
01 ივლისი 2024 14:39
1
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ამ ემოციისთცის და სიხარულისთვის..ვეთანხმები აქ უმრავლესობის საღ აზეს მინიმუმ უმადურობაა ან ნოტაზე დასრულებული ევროზე რაიმე კრიტიკა თქვა..მიიხედავად ბიჭების თავდადებისა..ჩვენ არ გვყავს ისეთი შემადგენლობა..არც გამოცდილება და არც მათსავით ვარსკვლავებით დახუნძლული სათადარიგო სკამი..რომ მათ ტოლ სწორად ვეთამაშოთ..კიდევ დიდი სამუშაოა აქვს ნაკრებს თუმცა წინ მივიწევთ ..იმედი სა გამარჯვების ჟინი არ მოგვიშალოს ღმერთმა...დიდება საქართველოს..
კიეზა
01 ივლისი 2024 14:09
2
საქართველოს ნაკრებში მსოფკიო დონის ვარსკვლავები თამაშობენ კვარა ჩაკვე მამარდაშვილი მიქსუტაძე,შეიძლება შენთვის არ იყოს ვარსკვლავები მაგრამ ვინ მოგცა შენ იმის უფლება რომ ეს ბიჭები კნინობით ფორმაში მოიხსენიო..ალბათ ახლა დაიწყე ფეხბურთის ყურება აქამდე არც კი იცოდი ეს ბიჭები..წარმატებები ამ უმაგრეს ბიჭებს..გასკდით ნაცები გულზე ალბათ
კიეზა-ს
01 ივლისი 2024 14:25
4
იმედის ტელევიზიაზე ნაკრებმა მოიგო
!!
01 ივლისი 2024 12:09
10
ბურთი არ დაანახეს და მადლობა ბიჭებსო 30 წელი ესე გვაბოლებენ წაგება იმისაა დასკვნა გამოიტანო და მერე მოიგო
სიმართლე
01 ივლისი 2024 10:59
19
როცა სხვა ქვეყნის გულშემატკივრების გული მოიგე, როცა მთელი მსოფლიო აალაპარაკე და ამ დროს შენსავე ქვეყანაში არსებობენ ადამიანები რომლებიც შენს მარცხს ელოდებიან, რომ შემდგომ ბრტყელ ბრტყელი სიბრძნეები არახუნონ.ჩასაფრებულის პოზიციიდან აბსურდული სისულელეები ილაპარაკონ (ვითომ ჯანსაღ კრიტიკად შეფუთული), შეგნებულად, მიზანმიმართულად შემოიტანონ პოლიტიკა და სხვა ათასი სიბინძურე. საბედნიეროდ ცოტანი ხართ ასეთები, ვაი გულშემატკივრები, დაუნახავები, უმადურები. არადა რეალურად რა ვნახეთ? სასწაული ნაკრები, განწირული აუტსაიდერი, რომელმაც ურთულეს ჯგუფიდან გააღწია, ესპანეთს პირველ ტაიმში არაფერი დაუთმო (უპირატესობა რომ ექნებოდათ ეგ თუ ვინმეს გაუკვირდა წავიდეს სხვა სპორტს უყუროს), გასაუქმებელი გოლი, რომელმაც მატჩის ბედი დიდწილად გადაწყვიტა. რომ არა მსაჯის საბედისწერო შეცდომა შესაძლოა კიდევ გადაწეულიყო თქვენი კრიახი. არ გვიკვირს ჩვენ ნამდვილ გულშემატკივარს, რომ თქვენ ახმაურდებოდით, მაგრამ იმედი გვქონდა რომ შუბლის ძარღვი ოდნავ მაინც გექნებოდათ და ევროპის ჩემპიონატზე პირველივე მარცხზე არ ამხელდით საკუთარ თავებს. სხვისი შრომის დაფასება ისწავლეთ, მადლობის გადახდა ისწავლეთ ჯერ. ამ საოცარი ევროპის მერე ნაკრებს რომ გააკრიტიკებ, პოლიტიკას რომ შემოიტან მიზანმიმართული მავნებელი ხარ.
ვაი გულშემატკივარ
01 ივლისი 2024 10:58
7
სათვალე მოიხსენი და ისე შეხედე სიტუაციას დავიჯერო ნაკრები უნაკლოა?რაც ნაკლი აქვს არ უნდა თქვას არავინ?თუ დარიგებული ხარ ესე,მართლა გულშემატკივარის ობიექტური შეფასებაზე ესეთი სისულელე წერო ესეიგი ესეთივე სულელი ხარ.
შალმასტანა
02 ივლისი 2024 13:08
0
ჯანსაღი კრიტიკა ყოველღვის აუცილებელია, მუდამ მინიმუმით არ დავკმაყოფდეთ,როგორც შენ ამბობ ღირსეულად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ ან თურმე ნეიტრალური გულშემატკივრუს გული მოგვიგია. ეგრე მოიგეს ნეიტრალური გულშემატკივრის გული სლოვაკებმა,რუმინელებმა,სლოვენიელებკა,თურქებმა ჩეხებმა, მაგრამ მაგის გამო კიარ გაჩერებულან გამოდიან და თამაშობენ ყველა თამაში. რაც შეეხება ესპანეთთან თამაშს ბურთი არ გვანახეს ისე მოგვიგეს,თამაშის განმავლობაში 78% ჰქონდათ ბურთის ფლობა და 13:0 კარში დარტყა რა გამართლებაზე საუბრობ, სასაცილოა.
ბესო
01 ივლისი 2024 11:44
3
ეჰჰ ხალხო ახლა თქვენ მოგმართავთ,საცოდაობაა თქვენი უმადურობა და აი ეს უმადურობაა რომ დაგღუპავთ სწორედ.მაგრამ უბედურება ისაა რომ სწორედ ამ უმადურობის გამოა რომ ვერა და ვერ გაიმართა ეს ქვეყანა წელში და ეს არის თქვენი ბრალი.
გეგი
01 ივლისი 2024 10:56
5
ოე ოე ყანაა გეყოს ახლა მართლა ნუ გაუტიე.მე არავის მეხოტბე არ ვარ და არც ეგ მიხსენებია სადმე და შენ და შენისთანების თვისებაა სწორედ ცილისწამება,მაგოტმაა ხოდა სწორედ ამდენი რომ ხართ ამ ქვეყანაში რაც არ იცით იმას ტლიკინებთ,ვითომ ყველაფრის მცოდნეები რომ ხართ მაგიტომაა ეს ქვეყანა აყვავებული და ბოლოს გეტყვი კიდევ იმასაც რომ მე და შენში ტროლისაც და დამბრალებლისაც კიდევ გაიგე?ახლა აახვიე აქედან მართლა შე კლავიატურის ვირთხა,აზრი არ აქვს შენთან რამის მტკიცებას,გაბოროტებული არსებები ხართ მეტი არაფერი ერთმანეთის დაჭმის მეტი არაფერი გეხერხებათ.
გეგი
01 ივლისი 2024 23:59
0
ესაა თქვენი ბრალი-ეს სიტყვები არ დაწერე? ფედერაციას და კალაძეს სიტყვებს რომ იმეორებ ეს არ არის ფედერაციის ქება და ნაძირალა კალაძესი..რა პირველად გესმის ნაძირალა კალაძემ პოლიტიკის ელფერი რომ შემოიტანა ნაკრებში არ იცი,ქოჩორას ოჯახს ნაცი უწოდა პირდაპირ ეთერშიარ იცი?ზივზივაძის არ თამაში ხომ საერთოდ,აი ვის გამო არის უბედურება და მაინც ამას ამართლებ ესაა ტროლობა
გეგი-ს
01 ივლისი 2024 13:24
4
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული