ილია თოფურია: საქართველოს ნაკრებით ვამაყობ - ესპანეთი მაგიაა

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მერვედფინალურ მატჩს თავის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა:

"გუშინდელ თამაშზე. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი გამოსვლით ძალიან ვამაყობ. ისინი ისტორიაში შევიდნენ.

ესპანეთის შეჩერება შეუძლებელია: იმას, რასაც მოედანზე აკეთებენ - ეს უბრალოდ ფეხბურთი კი არა, არამედ ნამდვილი მაგიაა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს ხო ვერ ჩამოყალიბდა,ქართველი ხარ თუ ესპანელი? ორმაგი პოზიციონირება,ამით ვამაყობ და ისინი მაგრები არიან,რა მაიმუნობა არის? იმას რო თავი დავანებოთ,არ იცის არაფერი და ჩვეულებრივი კუნთმაგარი გონება ჩლუნგია. ქართველი თუ ხარ,მაშინ ინგუშზე სალანძღვად არ გაიწევ,მარა ევლოევზე გაიწია.თან რა უთხრა იმ ინგუშმა,არ ხარ ქართველიო და ვერ გაგირკვევია ვერაფერიო,მგონი მართლა ეგრეა. ჩამოყალიბდი ბიძია,ან ხარ ქართველი ან ესპანელი ან გერმანელი. აგერ სტალინი წავიდა და იძახდა რუსი ვარო,ხოდა ერთი მაგის ოხერი დედაც ვატირე და შენც ჩამოყალიბდი.
იასონას უდარი
02 ივლისი 2024 06:50
20
იასონას უდარი კი არა ლობჟანიძეს უდარი ხარ.
დავით
05 ივლისი 2024 18:13
1
თოფრიას ინტერვიუბები მაინც არ გაქ ნანახი ? ტიპი გონება ჩლუნგი კი არა ისე საუბრობს და ისე ლაპარაკოსბ ჯიბეი ჩაგისვამს შე უვიცო , ილია არის ქართველი , რომელიც ესპნეთში ჩამოყალიბდა ადამიანად , ესპანეთმა მიცა სპორტული კარიერისთვის ყველაფერი და ამიტომ პატივს ცემს მაგ ერს , რა პრობლემას ხედავ ?
ლშა
02 ივლისი 2024 12:15
4
ყველა გამოხმაურება
კაია 10:1 რო არ წააგეს:))) სოფლის კლუბია, გუნდი კი არა. ტოტალიზატორის თემაა ეს ვითომ თამაშები
სიმართლე თქვით
02 ივლისი 2024 00:03
51
1. კიტეთი და კიტეს გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია. თან ისე, რომ უკიტეოდ იმენნა სრული უმწეობაა.
2. ალთუნაშვილი, კვეკვესკირი, წიტაიშვილი, გველესიანი ბ ლიგის დონის გუნდებთანაც (ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი) რეგულარულად საჭიდაოდ ვერ გამოდგებიან, არათუ ესპანეთთან.
3. გოლები: პირველზე კაკაბაძეს მარტივად უნდა მოეშორებინა აუტში. ესე ჩააბარა იმათ, მივიღეთ შეტევის მეორე ტალღა და კი გაგვირჭეს. მეორე გოლი გველესიანის ზონაა. ნუ, კაკაბა ჩაწოდებულზე დაცვა ორი ურთიერთგამომრიცხავი მცნებაა. მესამე გოლი გველესიანი. ეგ იყო სუფთა მოყვარულის მოძრაობა, რითაც თავი მოატყუებინა უილიამსს. მეოთხე გოლი კვეკვემ "მოშვა". ნახეთ რა დინჯათ ადევნებდა თვალს მოვლენებს. ორი ნაბიჯი რომ გადაედგა დროზე, არ მოხდებოდა არაფერი.
4. სანიოლმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საშუალოზე სუსტი მწვრთნელია. გეგმა ბ არ ქონია საერთოდ დამუშავებული.
5. მამარდა მამარდაა, მაგრამ ერთ ტაიმში რომ 20-ჯერ დაგირტყავენ, მამარდა კი არა მამა ღმერთი ვერ გიშველის.
6. კვირკველია კლასით ბევრად აღემატება გველესიანს მითუმეტეს რო პუიოლი თვითონაც არაა.
7. ლოჩოს გაყვანა და წიტაიშვილის შემოშვება არსს ვერ ჩავწვდი. ეხლა არ თქვათ შეტევის გაძლიერებაო, იქონიეთ ნამუსი.
8. სიგუა ალთუნაშვილსაც და კვეკვესკირსაც ბევრად ჯობია.
9. კიტე როცა არაა, ზურიკოთი (დაჟე დაღლილი) ჩაკვეს ჩანაცვლება ნიშნავს, რომ დალაგებულ შეტევაზე უარს ამბობ და ქაოსით გავარდნილის იმედზე ხარ.
10. კვეკვეს შემოშვება ეპიკია. ეტყობა ესპანეთთან ის წინა წაგებები დაავიწყდა რა ხდებოდა.
11. ოთხკაციან დაცვაზე გადასვლა გარდაუვალია, თუ რამე მეტი გვინდა. კაშიას უდიდესი მადლობა და ალბათ წავა ამ თამაშის მერე (მიბაძოს კანკავას და ახალგაზრდებს დაუთმოს ადგილი) . გველესიანი უკლასოა. დვალი ორ ცენტრბექში ვერა რა. კვირკველია - ხოჭოლავა (ალბათ მოასწრებს სექტემბრამდე). თუ ვერა, და მაშინ ტაბიძე უნდა იყოს ფორმაში. აზაროვი თუ არ დააბრუნეს, მარცხნივ ისე ლოჩო ჯობია იდგეს.
12. დიდი მადლობა გუნდს ჯგუფიდან გასვლისთვის.
13. არაბა შანს იმსახურებს ფუფუნება არ გვაქ ესეთი არაორდინალურ ქართველ შემტევზე უარი ვთქვათ და ესეთი დაუსაბუთებელი არგუმენტით მოიშოროს მწვრთნელმა, გავრისკავ და ვიტყვი მოქმედი ქართველი ფეხბურთელებიდან კვარას შემდეგ
მისნაირი კლასი/აფეთქება, შორი დისტანციიდან მკვლელი დაყენებული დარტყმა და მოედნის ხედვა ვინმე სხვას ქონდეს ჩვენებიდან გაგიკვირდებათ და არც ჩაკვე/კიტეს არაქვთ.
14. კომენტატორების მოსმენა არ შეიძლება. ან ჭკუაზე გადაგიყვანენ, ან დაგანევროზებენ.
15. ერთი ფიფოს აკადემია არაა საკმარისი.
Apolon
01 ივლისი 2024 22:29
13

Erti es mitxari, siguas tamashi sad naxe am bolo dros?
Alexandre
02 ივლისი 2024 00:18
5
კარგი გარჩევა იყო უბრალოდ ერთს დავამატებ რაც შეიძლება მალე ახალგაზრდებით უნდა შეივსოს ნაკრები დიდი მადლობა ყველას მაგრამ ინამუსეთ და წადით ნუხართ ამ ფულზე გადარეულები საზანავო გელაშვილი აზაროვი კალანდაძე და კიდე არიან თუარ მიეცი შანსი ეგრე რა აზრიაქ
ფანი
02 ივლისი 2024 00:09
5
ყველა გამოხმაურება
ჩვენი ბიჭები ხვალ დილის 7 საათიდან ჩამოვლენ თბილისის აეროპორტში
ლევან
01 ივლისი 2024 21:26
3
ძალიან გთხოვთ ვინც იცით, ჩვენი ბიჭები როდის ჩამოდიან? დახვედრა გვინდა! გიგა.
არ გაატაროთ
01 ივლისი 2024 21:00
4
ხვალ, 7:30.
გიგას
01 ივლისი 2024 21:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული