გველესიანს ინდონეზიაში უხმობენ - საქართველოს ნაკრების მცველმა შესაძლოა, ირანი დატოვოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველმა გიორგი გველესიანმა შესაძლოა, კარიერა ინდონეზიის ჩემპიონ "პერსიპ ბანგუნდში" განაგრძოს. ამის შესახებ ადგილობრივი jabar.tribunnews-ი წერს.

კლუბს მომავალი სეზონისთვის გაძლიერება სურს და რამდენიმე უცხოელთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ერთ-ერთი მათგანი კი "ჯვაროსანთა" უკანახაზელია.

მოგეხსენებათ, გველესიანი ახლა ირანული "პერსოპოლისის" ღირსებას იცავს და ახლა ერთი ქვეყნის ჩემპიონიდან მეორეში გადასვლის შანსი აქვს.

ინფორმაციისთვის, გიორგის ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან არ უთამაშია, ჩეხეთთან მოედანზე 9 წუთი გამოჩნდა, პორტუგალიასთან 76, ხოლო ესპანეთთან 78 წუთი ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გიორგი გველესიანი არამარტო კარგი ფეხბურთელი არამედ კარგად აღზრდილი ძალიან თავმდაბალი და ღვთისმოშიში ადამიანია ვუსურვებ მთელი გულით წინსვლას.
გიორგი
19:56 02-07-2024
0
პერსეპოლისი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე სისტემატურად ასპარეზობს და აზიის ქვეყნებში,გიორგი გველესიანს კარგად იცნობენ.ამიტომაც მიიწვიეს ინდონეზიაში.ძალიან ჭკვიანი ბიჭია გიორგი და დიდი იმედი მაქვს,სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.სადაც გინდა წავიდეს,დიდ წარმატებებს და კარგ კონტრაქტს ვუსურვებ.
სოსო
17:02 02-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული