დარჩება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებში?

AutoSharing Option
ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას მწვრთნელი ვილი სანიოლი. ის „ჯვაროსნებს“ 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში გადავიდა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა, სადაც მერვედფინალში გავიდა. მას სფფ-სთან კონტრქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ფრანგი სპეციალისტი ევრო 2024-ზე ყველაზე დაბლანაზღაურებადი მწვრთნელი იყო (მისი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა). ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანიოლს ირლანდიის ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართულ ზეიმზე მან განაცხადა, რომ 3.5 წლის
განმავლობაში დიდი სამუშაო გასწიეს, ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს და მომდევნო 3.5 წელიწადში უკეთესი შედეგის მიღწევას იმედოვნებს. სანიოლმა სამშობლოში გამგზავრების წინ ქართულ მედიასთან აეროპორტში კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია, ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა განიხილონ, რა იყო ცუდი და რა კარგი და გადაწყვეტილების მიღებაზე ამის შემდეგ ისაუბრონ.

სანიოლმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უყვარს და აქ თავს კარგად გრძნობს.

ერთი რამ ფაქტია - ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.

მკითხველის კომენტარები / 49 /
უნდა დარჩეს და ხელფასიც მოუმატონ.
Levani
18:53 03-07-2024
6
"თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას დაეძებდაო" ჩვენზეა ზედგამოჭრილი!!!! კაცმა ამხელა შედეგს მიგვაღწევინა და.... თურმე რატო ჩემპიონები არ გაგვხადაო!!!! სანიოლი წავა და ხუხულასავით ჩამოიშლება ასეთი აწყობილი გუნდი. ერთხელ გახსნილადაც ათამაშა ესპანეთთან და 7-1 წავაგეთ(რო სდომოდათ ერთ მაგდენს კიდევ გაგვიტანდნენ), ასეთი კარგი დაცვა არასოდეს არ გვყოლია! არასოდეს!!! თორემ აგერ წინ გვიდევს კალათბურთის მაგალითი...
rigiti
20:43 03-07-2024
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული