მუნდიალი - შემდეგი ამოცანა
როცა გულშემატკივართა სურვილებზე ვწერთ, მათი მიზანი ახლა
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ევრო 2024-ზე "ერთა ლიგის" დახმარებით მოვხვდით, მსოფლიოზე კი მისი გზით გასვლა იოლი არაა. ტურნირზე მოსახვედრად ბრძოლას "ერთა ლიგის" 4 წარმომადგენელი გააგრძელებს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები B დივიზიონშია. თუკი A ლიგის გამარჯვებული ნაკრებები მუნდიალზე შესარჩევი ეტაპიდან გავლენ, მაშინ პლეი-ოფში გასვლის შანსი იმ ჯგუფის გამარჯვებულებს ექნებათ, სადაც ვილი სანიოლის გუნდიც გამოვა. საფეხბურთო ბუღალტერიად წოდებული ამბებით რომ არ დაგღალოთ, "ერთა ლიგის" 4 ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეორეადგილოსნებთან (12 ნაკრები) 4 საგზურს გაითამაშებს. ასე რომ, კლასიკური შესარჩევიდან მსოფლიოზე მოსახვედრად მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილია საჭირო, მეორეზე გასვლის შემთხვევაში კი წინ ორი დაპირისპირებაა (ერთის მასპინძელს შედეგები არკვევს, მეორეს - წილისყრა).
როდის და სად?
ევროპირველობის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები თბილისში 7 სექტემბერს, ჩეხების წინააღმდეგ ჩაატარებს (მოგეხსენებათ, ამხანაგურებისთვის ფანჯარა თითქმის აღარაა). წარმოგვიდგენია, რამხელა ინტერესი იქნება. უეფას საიტის თანახმად, ეს დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" ჩატარდება, რაც მისი ტევადობიდან გამომდინარე, გასაკვირია. "დინამო არენა" გაცილებით მეტ მსურველს იტევს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ გერმანიაში რაც საკუთარი თვალით ვნახეთ, გულშემატკივართა მაღალი კულტურაა - მთავარი დანიშნულების შესასრულებლად ტრიბუნებზე ყოფნა გადამწყვეტი სულაც არაა. ესმით, რომ იქ ყველა ვერ დაეტევა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ტრადიცია, რაც მატჩებისას სხვადასხვა ადგილას, დიდ ეკრანზე, ერთდროულად გულშემატკივრობაა, გაგრძელდეს. ყველაფერი ერთ წერილში ჩაატიო, რთულია, მათ შორის ისიც, რა შეიძლებოდა ორგანიზების კუთხით უკეთ გაგვეკეთებინა, მაგრამ ამაზე საუბრის დროც მოვა...
"ერთა ლიგის" ჯგუფს ნოემბერში ისევ ჩეხებთან სტუმრობით დავასრულებთ. შინ კი 14 ოქტომბერსა (ალბანეთთან ბათუმში, ამ ეტაპზე ასეა) და 16 ნოემბერს (უკრაინა) ვითამაშებთ.
შესარჩევი ეტაპის წილისყრა ამის შემდეგ ჩატარდება. სანიოლის გუნდი მესამე კალათას არ უნდა ჩამოსცდეს, საუკეთესო შემთხვევაში კი მეორეში იქნება და ჯგუფში (4 ან 5-გუნდიანი) ჩვენზე ძლიერ მხოლოდ ერთ ნაკრებს შეხვდება.
სანიოლი
ფაქტია, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ სიმაღლესა და გამოწვევებამდე მიიყვანა, რასაც კიდევ უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. ის შეცდომებსა და ჩაგდებულ მატჩებზე ბევრს სწავლობს - აქამდე ასე იყო. ფრანგი სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატზე რასაც კარგად გაიაზრებდა, წარმატების მისაღწევად სხვადასხვა ტაქტიკური სქემა და მაქსიმალური მრავალფეროვნებაა საჭირო. გარკვეული ცვლილებები თამაშის პროცესშივე მნიშვნელოვანია. გასაგებია, საქართველოს ნაკრების მთავარი უპირატესობა სწრაფ შემტევებსა და კონტრშეტევებშია, მაგრამ რაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, დასახული მიზნების მიღწევას მეტი სჭირდება.
სანიოლს მოუწევს დამტკიცება, რომ მისი მეთოდები არ ამოწურულა, მეტოქეებს არ გაუშიფრავთ და სიახლეების სწრაფად დანერგვა კვლავ შეუძლია!.. ლევან კობიაშვილის თქმით, ორივე მხარე მოწადინებულია, წლის ბოლომდე არსებული ხელშეკრულება გახანგძლივდეს...
კონტიგენტი
სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ჯერ არავის განუცხადებია, თუმცა, გასაგებია, რომ საკადრო სიახლეები იქნება - ამ ეტაპზე ზოგადად ვთქვათ - პირველ რიგში, დაცვის ხაზში. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი სათამაშო პრაქტიკა და ხარისხი ჰქონდეთ. ევრომ ისიც დაგვანახა, რა ფასი აქვს კარგ კლუბსა და ჩემპიონატში გამოსვლას. იმედია, ამ მხრივ ბევრი სასიამოვნო სიახლე გველის.
პროცესი (რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა, რისამე განვითარების გზა) დაწყებულია, წინ უფრო მეტია!..
დარჩება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებში?
"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
რაც შეეხება ფეხბურთს,ბრაზილია და არგენტინა არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები,მარა სავსეა მათი ფეხბურთელებით ევროპა.აგერ რეალმა ენდრიკი იყიდა კიდევ. თუ ნომრალურად ითამაშებს ვინმე,ყველა კლუბი გამოათავისუფლებს ადგილს გუნდში. ეკონომიკასთან მიბმა ფეხბურთის არ არის სწორი,ბრაზილიაც და არგენტინაც,ურუგვაიც,არიან ერთერთი უღარიბესი ქვეყნები,მარა 9 მსოფლიო ჩემპიონობა აქვთ მარაქაში,როცა მთელ სკანდინავიას,ავსტრიას,შვეიცარიას ან უნგრეთს არცერთი,ხოლო ინგლისს ერთი კინკილა. აქ უნდა გქონდეს აკადემიები და გაზარდო ხალხი,არა წავიდნენ ბავშვები ევროპაში და იქ იყვნენ აკადემიებში,მერე ან ითამაშებს ჩვენთან ან არა. ამიტომაც ეგ არაფერი არგუმენტი არის,რომლის გაბათილებაც არ შემიძლია მედასავლეთე ცალფაზიანო იდიოტო
ბევრი ახალი ფეხბურთელი უნდა მოვიდეს ნაკრებში. საქართველოს ჩემპიონატში არიან ნიჭიერი ბიჭები.
აბა , ჯიგარ!
3-5-2 იდეალური სქემა მგონია.წარსულ თამაშებთან შედარებით ადვილად ვქმნით მომენტებს მეტოქის კართან და მგონია რომ ეს სქემა არ შეიცვლება.კაშიას და დვალის პარტნიორი უნდა მოინახოს დაცვის ცენტრში და მგონია რომ საზონოვსა და გველესიანი შორის გაიმართება კონკურენცია.Ირაკლი აზაროვის გამოყენება უნდა მოხდეს ნაკრებში იქნება ეს მარცხენა მცველი თუ მისი ძველი პოზიცია.გიორგი არაბიძე საინტერესო იქნებოდა ნაკრებში 10-იანის პოზიციაზე თუნდაც ჩაკვეს შემცვლელად.
Წინ დიდი მოლოდინები და დიდი გამარჯვებებია.