სანიოლს არაბული კლუბის ვარიანტი აქვს - დატოვებს ვილი "ჯვაროსნებს"?

AutoSharing Option
Get French Football News-ის ცნობით, სტეფანო პიოლის "ალ იტიჰადის" მწვრთნელად დანიშვნა მოულოდნელად საეჭვო გახდა და საუდის არაბეთის კლუბი ოთხი ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას განიხილავს.

ესენი კრისტოფ გალტიე, ლორან ბლანი, ერვე რენარი და ვილი სანიოლი არიან.

სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ადრე თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა უყვარს, აქ თავს კარგად გრძნობს და ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტს განიხილავს.

ვილის ამჟამინდელი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა და თუ მეტი არ შესთავაზეს, არაა გამორიცხული, ჩვენი ეროვნული გუნდი დატოვოს. მას აგრეთვე ირლანდიის
ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მადლობა! ნახვამდის!
22
ჯობია ტკბილად დავიშალოთ!
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული