სანიოლს არაბული კლუბის ვარიანტი აქვს - დატოვებს ვილი "ჯვაროსნებს"?

AutoSharing Option
Get French Football News-ის ცნობით, სტეფანო პიოლის "ალ იტიჰადის" მწვრთნელად დანიშვნა მოულოდნელად საეჭვო გახდა და საუდის არაბეთის კლუბი ოთხი ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას განიხილავს.

ესენი კრისტოფ გალტიე, ლორან ბლანი, ერვე რენარი და ვილი სანიოლი არიან.

სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ადრე თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა უყვარს, აქ თავს კარგად გრძნობს და ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტს განიხილავს.

ვილის ამჟამინდელი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა და თუ მეტი არ შესთავაზეს, არაა გამორიცხული, ჩვენი ეროვნული გუნდი დატოვოს. მას აგრეთვე ირლანდიის
ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვეთანხმები იმ აზრს, რომ არა მამარდა შეიძლება ასეთი შედეგი არ დამდგარიყო. თუ სანიოლს გაუშვებ, მაშინ უფრო წარმატებული მწვრთნელი უნდა მოიწვიო, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და არ მგონია ფედერაციამ გამოყოს თანხა ამისთვის. ამ ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში, ხომ დარწმუნებული ხართ რა კრიტიკა დაატყდება. ისინიც კი ვინც დღეს წინააღმდეგია მისი წასვლის ,ყველაზე მეტად იაქტიურებენ. რეალურად რომ აიღო უკრაინაც და ჩეხეთიც ჩვენზე უკეთესი ნაკრებებია, თუმცა ფეხბურთში ფავორიტები ყოველთვის ვერ იგებენ და ამით ხეორობენ ტოტალიზატორები.
დავით 67
18:58 07-07-2024
0
რაო> - "ხვა მწვრთნელია საჭირო სანიოლმა ამოწურა თავის რესურსიო"
ვისი თავისი თუ ფეხბურთელების?

ვინ უუნდა ,ოიყვანო. რომ ამ შემადგენლობით შემეტვი დეხბურI შეძლოს?ჯერ მოდი ქართველი მწვრთნე;ი ადაგვისახელეY ასეთI რომელი ქართველი მწვრთნე;ი მოიაზრეთ? ასეთის აერთოდ არ არსებობს.

აბა სამხრეთამერიკელებიდან, რომელი მოიაზრეთ, რომ აქედან შემტევ გუნდს Xამოაყაიბებებს და შედეგს დადებს? და რა თანხას გადავიხდით ასთ შემტევ და წამგებ მწვრთნელში?

დილენტანტიზმის ქვეყანა ვართ და კიდევ პოლიტიკანების. კიდევ კარგი ტქვენ ატრავეინ გეკითხებათ.
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული