მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა - ზურიკო დავითაშვილი კარიერას ლიგა 1-ის კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბორდოს" შემტევი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ლიგა 1-ში ახლად აღზევებულ "სენტ ეტიენში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა Footmercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბებმა ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და "სენტ ეტიენი" "ბორდოს" დავითაშვილის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

გამოცემის ინფორმაციით, დავითაშვილი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "მწვანეებთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, ზურიკო "ბორდოს" 2022 წლის ზაფხულში, ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 23 წლის შემტევმა "ჟირონდელთა" მაისურით 71 მატჩი გამართა, თავი კი 14 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

ცნობისთვის, "სენტ
ეტიენი" ლიგა 1-ში სულ ახლახან აღზევდა, "მწვანეებმა" ჩემპიონატის პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" ორმატჩიან დაპირისპირებაში 4:3 დაამარცხა.

altზურიკო დავითაშვილი: მშვიდად ვართ, ნერვიულობა ნაკლებია - ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით [VIDEO]

alt"იმედია, დავითაშვილი ევრო 2024-ზე გაიბრწყინებს - უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს" - ფრანგი ჟურნალისტი

altბრდღვნიან ბიჭები ყველაფერს - დავითაშვილის გოლი და ორი საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
შეიძლება დღეს აღარ არის ესე,მარა სენტეტიენი ისტორიული კლუბია და კარგი მიღწევა არის,ათგზის ჩემპიონია ბოლობოლო. წარმატებები ზური,პსჟ რო შეუგდებ,მე მომიძღვენი
იასონას უდარი
05:29 09-07-2024
1
მეტი უკეთესი შანსი მე არ ვიცი 23 წლის ლიგა 1 ში ა ბურთი და ა მოედანი დანარჩენი შენზეა ზური .
დევი
21:54 08-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული