"საუკეთესოები დონარუმა და მამარდაშვილი იყვნენ" - მიაჩნია რინატ დასაევს

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რინატ დასაევმა, ევრო 2024-ზე მეკარეების თამაშზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"თუ მეკარეებს გამოვყოფთ, მაშინ მე დონარუმა მომეწონა, რომელმაც ურიგოდ არ ითამაშა. აგრეთვე ჩემზე შთაბეჭდილება მამარდაშვილმა მოახდინა. აი, პიკფორდი კი არ მომწონს. ის რაღაცნაირად, დემონსტრაციულად შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა. ხანდახან გუნდს გადაარჩენს, უფრო მეტად კი თავს იწონებს, ვიდრე ოსტატობას აჩვენებს. ევროზე ერთი მეკარის გამოყოფა ძნელია, ამიტომ დონარუმას და მამარდაშვილს ავირჩევ", - განუცხადა დასაევმა Sport24-ს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ოხ ერთი გამოსვლებზე დასაევის მსგავსად მაგარი იყოს და აბსოლიტურად უნაკლო მეკარე იქნებოდა!!!ხაზზე და პოზიცის შერჩევაში დღეს მამარდა უნაკლოა!აი გამოსვლებზე კი ბევრი იძახის სამუშაო აქვსო.მე კი ვფიქრობ გამოსვლებზე თამაში ინტუიციის საქმეა და ალბათ გამოსვლებზე თამაში დარჩება მამარდას სუსტ წერტილად.ნეტა ვცდებოდე.
ყველა დიდი მეკარის თამაში მინახია-პუმპიდო,ძოფი,არკონადა,მპაფი,შილტონი,შუმახერი,ბუფონი,ნოიერი და იშვიათია მეკარე რომელიც თანაბრად თამაშობს ძლიერად ხაზზე და გამოსვლაზე.იმიტომ რომ აბსოლიტურად სხვადასხვა ინსტიქტია საჭირო.ასეთი იყო დასაევი.ეხლა ბევრს ვეგონები რუსეთის მოსიყვარულედ.ასეთებმა დღეში სამჯერ მეამბორონ ,,იქ".
jordan beli
21:22 16-07-2024
4
დასაევი მაგარი იყო. ძალიან მაგარი.
აი, როგორც მამარდაშვილი უპირობოდ გვეიმედება, ისე იყო დასაევი თავის დროზე.
გოგია
21:16 16-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული