"აქ სტუმართმოყვარეობისა და ფეარ-პლეის შესახებ არაფერი იციან... თბილისში ასეთი პირობები გვქონდა..." - "მონრარის" მწვრთნელი საქართველოდან ძალიან გაბრაზებული წავიდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თბილისის "დინამო" ორი მატჩის ჯამში მონტენეგროს "მონრართან" 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის დაწყებამდე მონტენეგროული გუნდის მთავარი მწვრთნელი ზორან დურაშკოვიჩი ადგილობრივ Vijesti-ს ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში უპატივცემულოდ მოექცნენ.

"პროვოკაცია და მუქარები, ეს იყო ჩვენ მიმართ დამოკიდებულება იმ ორი დღის განმავლობაში, როდესაც თბილისში დარჩენა მოგვიწია. 2 დახურული საწვრთნელი სესიის ნაცვლად, ჩვენ მხოლოდ 40 წუთით ვარჯიშის შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მოედანი ეგრძნოთ.

როდესაც სტადიონზე მივედით, ტაბლოზე "დინამოს" სასარგებლოდ უკვე 2:0 ეწერა.
ყვირილი და მუქარა არ წყდებოდა. ასეთ პირობებში მომზადება არ შეგვეძლო. ჩვენ "დინამოს" პოდგორიცაში პატივისცემით დავხვდით, თუმცა აქ ფეარ-პლეის და სტუმართმოყვარეობის შესახებ არაფერი იციან", - თქვა დურაშკოვიჩმა. 

alt"დედა მო***ნით "დინამოს", დაანგრიეთ გუნდი და კიდევ აქეთ იჯგიმებით" - "მონრართან" შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, "დინამოს" ფანებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

alt"კიდევ რამდენ უსახურ გუნდს უნდა დაუწეროს თბილისის "დინამომ" ისტორია?! გასკდა გული, ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა..." - ოთარ ტატიშვილის ემოციური მიმართვა ევროტურნირებზე "დინამოს" მორიგი მარცხის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
სამაგიეროდ, არა რუსულ კანონს! ეს კი ვიცით.
დინამო
18:14 19-07-2024
16
ენას ძვალი არ ააქვსო ამაზეა ნათქვამი! დინამოს იქ მართლაც უღირსად დახვდნენ! და თბილისში გადავყევით, მეტიც 35 წუთი ზედმეტი ივარჯიშეს და არ გამოდიოდნენ სტადიონიდან, ჩვენები საცოდავად ელოდებოდნენ გარეთ და როცა შევიდნენ მოედანზე არც შეიმჩნიეს და ბურთებუ უზრდელურად გადაუყარეს, მთოთაძეს თავში გაარტყეს და როცა ლაშამ პროტესტი გამოხატა უზრდელურად გამოიწია მთელმა გუნდმა და ჩხუბზე მიდიოდნენ კიდე ჩვენებმა მოთოკეს ნერვები! მოკლედ ძაან ცუდი ხალხი გამოდგნენ!
სანი
17:47 19-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული