"აქ სტუმართმოყვარეობისა და ფეარ-პლეის შესახებ არაფერი იციან... თბილისში ასეთი პირობები გვქონდა..." - "მონრარის" მწვრთნელი საქართველოდან ძალიან გაბრაზებული წავიდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თბილისის "დინამო" ორი მატჩის ჯამში მონტენეგროს "მონრართან" 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის დაწყებამდე მონტენეგროული გუნდის მთავარი მწვრთნელი ზორან დურაშკოვიჩი ადგილობრივ Vijesti-ს ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში უპატივცემულოდ მოექცნენ.

"პროვოკაცია და მუქარები, ეს იყო ჩვენ მიმართ დამოკიდებულება იმ ორი დღის განმავლობაში, როდესაც თბილისში დარჩენა მოგვიწია. 2 დახურული საწვრთნელი სესიის ნაცვლად, ჩვენ მხოლოდ 40 წუთით ვარჯიშის შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მოედანი ეგრძნოთ.

როდესაც სტადიონზე მივედით, ტაბლოზე "დინამოს" სასარგებლოდ უკვე 2:0 ეწერა.
ყვირილი და მუქარა არ წყდებოდა. ასეთ პირობებში მომზადება არ შეგვეძლო. ჩვენ "დინამოს" პოდგორიცაში პატივისცემით დავხვდით, თუმცა აქ ფეარ-პლეის და სტუმართმოყვარეობის შესახებ არაფერი იციან", - თქვა დურაშკოვიჩმა. 

alt"დედა მო***ნით "დინამოს", დაანგრიეთ გუნდი და კიდევ აქეთ იჯგიმებით" - "მონრართან" შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, "დინამოს" ფანებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

alt"კიდევ რამდენ უსახურ გუნდს უნდა დაუწეროს თბილისის "დინამომ" ისტორია?! გასკდა გული, ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა..." - ოთარ ტატიშვილის ემოციური მიმართვა ევროტურნირებზე "დინამოს" მორიგი მარცხის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
რასაც თქვენ კადრულობდით დროის გაყვანის მიზნით, ყოველ ორ წუთში მოედანზე რო გორდებოდნენ შენი ფეხბურთელები მადლობა თქვით რომ თავგატეხილები არ დაბრუნდით.. რაც გუნდებია დარჩენილი კონფერენს ლიგაზე ყველაზე სამარცხვინო, უნამუსო, და ყველაზე სუსტი ხართ. თქვენ ვეღარასოდეს გახვალთ დიდ ტურნირებზე რადგან არაკაცების ადგილი არაა დიდ ტურნირებზე.
კახი
22:23 19-07-2024
2
მთელ სსრკ-ში ორგანიზაცია დინამოს ვერ იტანდნენ …იმიტომ რომ იყო შსს და ბევრი ხალხი ყავდათ გამწარებული …ამიტომაც ცდილობდნენ რესპულიკებში (თბილისი კიევი მინსკი მოსკოვიც კი) ასევე იყო რუსეთის გუბერნიებში სტავრაპოლის და რა ვი უამრავი გუბერნიის მთავარი გუნდი ( ზოგიერთი ეგ გუბერნია საქართველოზე 10 ჯერ დიდია ეგ უბრალოდ მასშტაბების გამო)ყოფილიყო ფლაგმანი და გულშემატკივართა ძირითადი ნაწილი ამათ წაეღოთ რომ შეეცვალათ დამოკიდებულება ….ერთაერთი დინამო ( თბილისი ) იყო ვინც უყვარდა ყველა მასტის ხალხს მთელ 300 მილიონიან სსრკ-ში უბრალოდ თბილისის დინამო მიიჩნეოდა ქართველების გუნდად ( როგორც ნაკრებად ) და არა სამინიტროს კლუბად …თან ისეთ ფეხბურთს თამაშობდა ისე იქცეოდნენ ქართველი ფეხბურთელები გინდ ნაკრებში გინდ მოედანზე გინდ მის მიღმა ყველას უყვარდა ყველა პატივს ცემდა ….ცირკი რა არის იცით დღევანდელი დინამო 20წელზე მეტია არ არის შსს გუნდი მაგრამ სიძულვილი მის მიმართ ისე გაიზარდა როგორც იმ ძველ სსრკ-ს სხვა დინამოებს ქონდა …მადლობა ფიფიას რომ ( შედეგებით ვერა ) მაგრამ სირცხვილის და სიძულვილის შკალით დაეწია და გაუსწრო მოსკოვის მინსკის და სხვა ბევრ დინამოებს …
მდააა
20:12 19-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული