სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?

AutoSharing Option
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგაში" ჩაერთვება და ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აიღებს გეზს. ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოლოდინია - როგორც წარმატებული შედეგების გაგრძელების, ამავდროულად, თამაშის სტილისა და ხარისხის გაუმჯობესების. მიუხედავად იმისა, ამხანაგური მატჩები არ ტარდება, სიახლეებს საკადრო კუთხითაც უნდა ველოდოთ. ვილი სანიოლის მიერ შემადგენლობის გამოცხადებას უახლოეს პერიოდში ველით...

ვეტერანები

ფაქტია, საქართველოს ნაკრები საკადრო ცვლილებებთან ახლოსაა და თუკი ამასთან ეტაპობრივი შეგუება აქამდე მაინცდამაინც არ ხდებოდა, შესარჩევ ეტაპამდე დარჩენილი დროის გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეროვნულ გუნდში თამაშისთვის
ასაკობრივ ცენზს არავინ აწესებს, თუმცა გარკვეული პროცესი დასაწყებია. მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის დამოკიდებულებები და ტაქტი გვაფიქრებინებს, რომ ეს ამბები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდება. არადა, ამ მხრივ კარგი გამოცდილება ნამდვილად არ გვაქვს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ახლა გიორგი ლორიაა - 38 წლის. 37 წლისაა კაპიტანი გურამ კაშია; ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილები არიან 32 წლის საბა კვირკველია და ნიკა კვეკვესკირი (ახლა ორივე უკლუბოდაა). ნაკრებში დებიუტი ახლახან ჰქონდა 33 წლის გიორგი გველესიანს და მისი მაშინვე ვეტერანად განხილვა გაგვიჭირდება. არც იმას ვამტკიცებთ, რომ ნაკრებში მხოლოდ 30 წლამდე ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. გვაქვს პორტუგალიელი პეპეს მაგალითი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 41 წლისა ასპარეზობდა და ვიცით თუნდაც ლეგენდარული სერხიო რამოსისა თუ პიკეს გადაწყვეტილებებზე, სანაკრებო კარიერა მაშინ დაესრულებინათ, როცა ძველებურ ფორმაში აღარ იქნებოდნენ...

Sportall.Ge

სიახლეები ევროს შემდეგ...

ყველაზე დიდი მოლოდინი კვლავ ირაკლი აზაროვის ირგვლივ იქნება და ეს ბუნებრივიცაა. ბოლომდე არავინ იცის, 22 წლის პერსპექტიული ფლანგელის არგამოძახების მიზეზი მხოლოდ საფეხბურთო რამდენადაა. სანიოლი მარცხნივ ლუკა ლოჩოშვილის (ახალ სეზონში 3 მატჩში მხოლოდ 1 წუთი მიეცა) თამაშით კმაყოფილი დარჩა და გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვით, "შახტარის" ფეხბურთელს ნაკრებში რომ დააბრუნებს.

თუკი ცენტრალური მცველების მომავალ როტაციაზე ვსაუბრობთ, სიახლეებს აქ ველით, პირველ რიგში, საბა საზონოვისთვის მეტი დროის მიცემას, თუმცა, სამწუხაროდ, კლუბში პირიქით ხდება. მიქაუტაძისა და წიტაიშვილის კარგი მაგალითები გვაფიქრებინებს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობას შეუძლია, ესპანური "ჟირონასა" და უნგრეთის 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ანტალ იაკობიშვილი "გააქართველოს". ბევრი რამ თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ამ.ეტაპზე კლუბში ისიც ცოტას თამაშობს და ეს უფრო მომავლის საკითხია.

Sportall.Ge

ბოლო დროს ყაზახურ "კაირათში" ლუკა გადრანის პროგრესი აღსანიშნავია. გვახსოვს, როცა გველესიანის ნაკრებში მიწვევას ვითხოვდით, არაერთგვაროვანი რეაქციები იყო. დამტკიცდა - დასაკარგი რესურსი ნამდვილად არ გვაქვს, დაცვაში აშკარად უკეთესი რეზერვის იმედი გვქონდა...

Sportall.Ge

23 წლის ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ უკრაინულ "კოლოსში" კარგად დაიწყო და თუკი ასევე გააგრძელებს, მას სანაკრებო კანდიდატად განვიხილავთ. აქ კონკურენცია ნამდვილად გვჭირდება. ანზორ მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო.

საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძისა და ზივზივაძის სახით ორი ძლიერი და კონკურენტული ფორვარდი ჰყავს. ბოლო მატჩებში დავით ვოლკოვს "ზირას" შემადგენლობაში ბევრი გააქვს, მათ შორის, ევროტურნირებზეც გაიტანა და სანამ გიორგი ქვილითაია ახალ გუნდს მოერგება, ვოლკოვის ნაკრებში დაბრუნების ამბავი რეალურად უნდა განვიხილოთ.

Sportall.Ge

სანიოლი

ახალ ციკლს ჩეხეთის მასპინძლობით ვიწყებთ. კარგად გვახსოვს იმ მატჩის სცენარი, რაც ჰამბურგში განვითარდა. იქ გამარჯვებაც შეგვეძლო, თუმცა შეხვედრაში, სადაც ბურთი მთლიანად დავთმეთ, გიორგი მამარდაშვილმა უამრავჯერ გადაგვარჩინა. თბილისში სხვა თამაში უნდა იყოს და ვილი სანიოლმა მასში სიახლეები უნდა შეიტანოს. რთულია, იმ ტაქტიკურ სქემაზე უარი თქვა, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლიე, მაგრამ ვილის ეს ეტაპობრივად დასჭირდება. გასაგებია, ხსენებულ დაპირისპირებაში კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე (შეცვლაზე შევიდა) არ თამაშობდნენ, თუმცა ის კარგად დავინახეთ, ჩეხებს ჩაწოდებების საშუალება არ უნდა მივცეთ. მოწინააღმდეგის ტაქტიკა მაშინ ასეთი იყო, ცენტრში ბევრი ფეხბურთელის თავმოყრის შემდეგ, ფლანგზე აუცილებლად მარტო ტოვებდნენ ერთ ფეხბურთელს, რომელიც საჯარიმოში აწვდიდა.

ასე რომ, ახლა მიღწეულით ტკბობაზე მეტად, განახლებისა და კიდევ უფრო გაძლიერების დროა!..

altჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - როგორ მოვექცეთ ჟურნალისტებს?!

altჩანაწერები გერმანიიდან - მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

მკითხველის კომენტარები / 56 /
ადმინ გთხოვთ წაეშველოთ ქართულ ენას: ვინც დაწერს "სპორცმენი" ან "ფეღბურთელი" უბრალოდ არ გამოუქვეყნოთ კომენტარი!
ვაჟა მასწავლებელი
11:28 06-08-2024
4
აზაროვი დაცვაში არის სუსტი!
კაშია დაბერდა, და სამწუხაროა რომ წავიდეს ვერ ხვდება.
ლოჩოშვილს საფეხბურთო ინტელექტი აკლია.
საზონოვს აქვს მომატების საშუალება, ოღონდ კლუბში კონკურენტებს უნდა აჯობოს და სტაბილურად ითამაშოს.
გველესიანი პოლიტიკას თუ შეეშვება, შეიძლება კი გამოგვადგეს.
კვირკველიას, როგორც კაშიას, მადლობა და ნახვამდის.
გადრანი საინტერესო მცველია, ოღონდ მაღალი კლასის კლუბში უნდა გადავიდეს.
ანტალი უნდა გადმოვიბიროთ და შანსი მივცეთ.
ქვილითაია რომ გამოდის, სტადიონის დატოვება მინდა. 10 კაცით ვთამაშობთ.
ვოლკოვი საინტერესო და მებრძოლია (ქვილითაიასგან განსხვავებით), მაგრამ ჭ-კლასის მაჩანჩალა გუნდში რა პრაქტიკა უნდა მიიღოს ისეთი, რომ გამოგვადგეს.
არაბიძე იმედია კორიეაში სირბილს ისწავლის, ტორპედოში რაც ისეირნა (მაგრამ მაინც უმაღლეს კლასს აჩვენებდა), ეყოფა.
სანიოლი ხისგან არის გამოთლილი. ჩეხეთთან ბუდუ დატოვა და ქვილითაია გამოიყვანა. ეს ნორმალური იყო? ნაკრების დონემ 2-ჯერ გაასწრო მწვრთნელის დონეს. მწვრთნელი გამოსაცვლელი იყო. არ გვაქვს დასაკარგი ციკლი.
ვიცი ბევრ დისლაიქს დააგროვებს ეს პოსტი, მაგრამ სიმართლე მწარეა.

ქუთაისელი
21:38 06-08-2024
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული