მამარდაშვილმა "ლივერპულს" თანხმობა განუცხადა" - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის "მერსისაიდელებში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"ლივერპული" მამარდაშვილის შეძენას სერიოზულად განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა, მიუხედავად იმისა, რომ იჯარის წესით, ერთი სეზონის სხვა კლუბში გატარება მოუწევს.

"ვალენსია" ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს და თუ "წითლები" "ღამურების" პირობებს დათანხმდებიან, ტრანსფერი მალე დაიხურება.

მამარდაშვილის იჯარის წესით დამატებით, ყველაზე მეტად, "ბორნმუთია" დაინტერესებული, მაგრამ ყველაფერი "ლივერპულის" გადასაწყვეტია.

alt"ლივერპულმა" და "ვალენსიამ" შეხვედრა გამართეს, "მერსისაიდელები" ქართველის აგენტსაც შეხვდნენ"- ფაბრიციო რომანო "მამარდას" შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
მსგავსი პატარ-პატარა წამრატებები იკრიბება და მოდის ნაკრების წარმატება...როგორც სანამ ხორვატია ფინალში მსოფლიო ჩემპიონატის ითამაშებდა მანამდე ხორვატი ფეხბურთელები თამაშობდნენ ლიგის ფინალს და ზაგრების დინამო ლიგაზე თამაშობდა
ბონდო
10:47 13-08-2024
0
"ლივერპული" უდიდესი გუნდია. "ენფილდზე" თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. წარმოიდგინეთ, რა ისტორიაა, რა მეკარეების ადგილი უნდა დაიკავოს, რეი კლემენსი, გრობელაარი, ჯეიმსი, დუდეკი, რეინა... ერთი სეზონი განათხოვრება კარგიცაა. "ბორნმუთი" პრემიერ ლიგის გუნდია და მსოფლიოში საუკეთესო და ურთულეს ლიგას მიეჩვევა. წარმატებები
თემო
12:03 13-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული