საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, - იტყობინება სფფ-ის პრესსამსახური.

"ჯვაროსნები" ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას 7 სექტემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან დაპირისპირებით იწყებენ. ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო და თითოეულ მომხმარებელს ორი ბილეთის შეძენის უფლება ჰქონდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 25 453 მაყურებელს იტევს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მესხზე რატომ ატარებენ თამაშს, ცოტა მაყურებელმა რომ ნახოს იმიტომ? ეს რა ჭირი მთავრობა გვყავს! ეხლა გამოვლენ და იტყვიან ამორტიზირებულია პაიჭაძე და ამიტომო. ვაი და უი თქვენს პატრონს! ამით ქურდიანებსაც აყენებენ შეურაცხყოფას.ეს სტადიონი გათვლილი იყო 100წელიწადზე და ასეც არის! ბილეთები კიდევ ცალკე პრობლემაა, იმდენი მსურველია რომ დინამო-არენაზეც კი არ ეყოფოდა ხალხს ბილეთები და ამათმა მესხზე გადაიტანეს.
დავით 67
17:54 16-08-2024
0
3 მოწყობილობით ვიყავი რიგში, პირველში 8 000-მდე მოვხვდი, მეორეში 9 000-მდე და მესამეში 20 000-ს იქით. Მესამის იმედი არც მქონდა, მაგრამ პირველ-მეორე შემთხვევაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ 16 000-18 000 ბილეთი რომ გაიყიდებოდა, 50 ლარიანი ბილეთები მაინც შემხვდებოდა, მაგრამ ამაოდ... 8 000-მა (უფრო ნაკლებმა, 7 988-ე ვიყავი) კაცმა როგორ იყიდა 30 000 ბილეთი, მაქსიმუმ 5 000 იყოს მოსაწვევები, 25 000 ხომ რჩება? ამათი არასწორი დდშ...
P.S. ვინც რიგს თვალს ადევნებდა შეამჩნევდა რომ დაახლოებით 12:30 საათზე რიგის წინსვლა გაჩერდა, ეს პაუზა (ერთი კაციც არ მოკლებია) 20-25 წუთი იყო და მერე ისევ გაგრძელდა, ოღონდ უფრო ნელი ტემპით. რეალური მიზეზი ვინმემ იცით?
ლევან88
04:28 16-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული