უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი ნაკრების ფეხბურთელებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი დაიწყო.

აღნიშნული კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის. მიმდინარე კურსში მონაწილეობენ ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე და საკვალფიკაციო ეტაპის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა. კურსის პირველი მოდული საგურამოში, ეროვნული ნაკრების შეკრების ფარგლებში ჩატარდა.

სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, კურსის მსმენელებს საშუალება ეძლევათ, C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება
და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. კურსის მონაწილეებს გამოცდილებას უეფას ექსპერტები და Jira Panel-ის წევრები, კრის ვან დერ ჰაგენი და გენადი სკურტული უზიარებენ.

კურსის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა მონაწილეებს წარმატება უსურვეს. პირველ მოდულს დაესწრო უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელი ფრენკ ლუდოლფი.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ვიცი,ვინ როგორი მწვრთნელი დადგება,მომავალში,მაგრამ თუ სერიოზულად მიუდგნენ საკითხს,აქ მიღებული ცოდნა,ფეხბურთელებს ძალიან წასწევს წინ,მოქმედი ფეხბურთელობის პერიოდშიც.როცა გესმის მწვრთნელი რას და რატომ გაკეთებინებს,მასთან თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგიადვილდება.მატჩის წინა მზადებასაც უფრო გააზრებულად გააკეთებ,თამაშსაც უკეთესად წაიკითხავ და სწორადაც ითამაშებ.ფედერაციას ეს ალბათ საკმაო თანხად უჯდება,მაგრამ ვფიქრობ ხარჯის გაღება ღირს.
სოსო
09:56 06-09-2024
0
ესენი ისე მაგრად ასწავლიან მწვთნელებს:))
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული