ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ძალიან რთული მატჩი გველოდება

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინის 2:1 დამარცხებით ალბანური მედია აღფრთოვანებულია. TopSporti წერს, რომ ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებთან მატჩზეა მიპყრობილი, რომელმაც ჩეხეთი გაანადგურა. კომენტარი ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა.

ბრაზილიელი სპეციალისტი თამაშის შემოტრიალებით კმაყოფილი დარჩა და "ჯვაროსნებზეც" ისაუბრა:

"ჩვენ უკრაინას არაერთხელ შევხვედრივართ, ისევე როგორც საქართველოს. მძიმე ჯგუფია. ჩეხეთიც ძლიერი გუნდია. სამშაბათს ძალიან რთული მეტოქე გვეყოლება, ფიზიკურად მძლავრი და ორგანიზებული. ისინი 3-5-2 სქემით თამაშობენ, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრს დარბიან, უტევენ, თავს იცავენ, ორგანიზებულები არიან, კარგი მწვრთნელი უდგათ სათავეში. მათი
ბოლო თამაში არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ურთულესი დაპირისპირება გველოდება".

altua-football: კვარაცხელია და კომპანია A დივიზიონში აპირებენ გადასვლას?

alt"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა"- იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

altასეთი საქართველოს ნაკრების ხილვა სასიამოვნოა - გავა დრო და იქნებ ის ნაკლებად გაიხსენონ...

altთემურ ქეცბაია: ვულოცავ ნაკრებს - დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ

მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ არ ჩაიკეტებიან, ტექნიკურები არიან, ძალიან ლამაზი თამაში გამოვა და მოვიგებთ. თუ ჩაიკეტებიან, ლამაზი თამაში არ გამოვა და მაინც მოვიგებთ. ალბანელებს სულ ვუგებდით შინ და გარეთ, ახლა კი ისტორიაში უმძლავრესი გუნდი ვართ. აზრზე ხართ, ხალხო? D ჯგუფიდან დავიწყეთ და А ჯგუფში გადასვლასთან ვართ ახლოს, ტოპ-ნაკრები გავხდით, ევროპის საფეხბურთო რუკა გავაფართოვეთ! არავითარი სხვა შედეგი, გადაახიეთ ბურთი თავზე, ლომებო!
qomagi
22:35 08-09-2024
6
ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები, ტექნიკით ჩეხებს ჯობიან. მგონი აზაროვი და წიტაიშვილი ჯობია რომ ვათამაშოთ. აი ესენი კი ნამდვილად უნდა დააწიოკონ ფინტებით ხვიჩამ, ჟორჟმა, ჩაკვემ და კიტემ. თუ ერთი გავუტანეთ, არ უნდა მოვდუნდეთ და მივაყოლოთ ავტომატივით როგორც ჩეხებთან, რომ საბოლოოდ გატყდნენ და თამაშის შემობრუნებაზე არც კი იფიქრონ, რაც უკრაინელებთან გამოუვიდათ. ჰო, და კიდევ: პროვოკაციებზეც არიან წამსვლელები, სიმულიანტობაც ეხერხებათ და ამიტომ ბიჭებო ფრთხილად და ყურადღებით იყავით, მსაჯთანაც ნუ იკამათებთ. გისურვეთ დიდი ანგარიშით გამარჯვებას! ეგენიც უნდა შევჭამოთ!!!
7 ნომერი შკაფივით ყავთ, თანაც ძალიან მოძრავი
21:22 08-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული