ვილი სანიოლი: გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე სტუმრად ალბანეთის 1:0 დამარცხების შემდეგ nakrebi.ge-სთან საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

„ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველ ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი გვქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ, გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლებოდა დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ეს აჩვენებს გუნდში არსებულ ატმოსფეროს.
ბოლო 15-20 წუთში მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა. ამიტომ, თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო და ეს ძალიან კარგად გააკეთა.

B ლიგაში ყველა თამაში რთულია. ოქტომბრის მატჩებამდე ოთხი კვირაა, ფეხბურთელები კლუბში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში. მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებული თამაშის გაგრძელებას.

ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ევროპის ჩემპიონატზე. დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთთან მატჩთან შედარებით ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, თუმცა სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი“.

altრატომ შეცვალეს კვარაცხელია? - მან კომენტარი გააკეთა

altსილვინიო: ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა - ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ

altგაწბილებული პრემიერ-მინისტრი და ფეხბურთელების კომენტარები

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთთან მატჩში?

 

altწარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]

altქოჩორაშვილის შესანიშნავი გოლი! - საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დაწინაურდა [VIDEO]

altალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა



მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ ვილი, ქებას იმსახურებ. პირველად ვნახე საქართველოს ნაკრების ესე ამოწეული დაცვის ხაზი. ნელნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ და ვვითარდებით. სასწაულია სიზმარში მგონია თავი
ნიკა
10:41 11-09-2024
0
გილოცავ ვილი! დამსახურებულად მოიგე ყველა თამაში! ყოჩაღ, რომ გარისკე და დარჩი საქართველოს ნაკრებში!
მწვრთნელი
10:27 11-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული