საქართველოს ნაკრებს, ერთა ლიგის B დივიზიონში ჩეხეთისა და ალბანეთის დამარცხების შედეგად, ფიფას რეიტინგში 16.81 კოეფიციენტი მოემატება და 70-დან 67-ე პოზიციაზე დაწინაურდება.
ახალი რეიტინგი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება. "ჯვაროსნები" უკან ალბანეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და განას მოიტოვებს.
შეგახსენებთ, შემდეგ მატჩს სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინასთან ჩაატარებს.