ალბანელმა ფანებმა თავიანთი გუნდის მეკარეც არ დაინდეს - რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ?

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე "ჯვაროსნებთან" წაგებული მატჩისას ალბანეთის ნაკრების ფანებმა უარყოფითად გამოიჩინეს თავი. ჯერ საქართველოს ჰიმნისას უსტვინეს, შემდეგ გაშვებული გოლისას ქართველ გულშემატკივრებს სხვადასხვა საგანი ესროლეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი არც თავიანთი ფეხბურთელები დაინდეს.

ქომაგები მეკარე ტომას სტრაკოშას მისცვივდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი უნდა მოეგერიებინა. არადა, რომ არა ტომასი, უფრო დიდი ანგარიშითაც წააგებდნენ, რამეთუ მან ზურიკო დავითაშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს არ დაანება გატანა. ტომასს თავისი უფროსი ძმა, დმიტრი გამოექომაგა (საბერძნეთის "ეთნიკოსის" თავდამსხმელი იყო).

შეხლა-შემოხლა შეიძლება ჩხუბში გადაზრდილიყო,
მაგრამ საქმეში ტომასის და დმიტრის მამა, წარსულში ცნობილი მეკარე ფოტაჟ სტრაკოშა (ამჟამად "ლაციოს" მეკარეთა მწვრთნელია) ჩაერია და სიტუაციის განმუხტვა შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ევროპა ათწლეულებია საკუთარ ტყავზე ცდის ალბანელების კრიმანურ თარეშს და სერბეთის ტერიტორიების ხარჯზე კოსოვოს "გაბლატავება" საბოლოო პიკი იყო.ბოსნიაში ჩადენილისთვის სერბებს ეკუთვნოდათ ალიყური,მაგრამ კოსოვოელ ალბანელებთან არაფერში ტყუოდნენ,მაგრამ აქეთ დაისაჯნენ და ამ კრომინალურ ხროვას ლბანეთის გვერდით კიდევ ერთი ანკლავი შეუქმნეს,საკვირველია აქამდე რომ არ გაერთიანდნენ კოსოვო და ალბანეთი ერთ ურდოდ.სვეტიცხოვლობას ბათუმში ჩამოვლენ და მიიღებენ საბოლოო ალიყირს ქართველი ფეხბურგელებისგან,გუშინდელი ჯერ ჟურნალი იყო
ქომაგი
20:04 11-09-2024
5
ესენი ვინ ყოფილან ყველაზე საუკეთესო მოთამაშეს რომელმაც სულ მცირე ორი ურთულესი ბურთი მოიგერია თანაც ამაყობდნენ რო სახლში დიდი ხანი გოლი არ ქონდნენ გაშვებული აუშარდნენ ჩვენ კიდევ ჰიმნზე დაუსტვინესო გაგვიკვირდა
გიორგი
20:04 11-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული