უკრაინა - საქართველო. ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.

საქართველოს გულშემატკივარისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). თქვენს მიერ განკუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ.

nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს თამაშიც უნდა მოვიგოთ და პირველ ადგილს ვეღარავინ შეგვეცილება. მჯერა მინიმუმ არ წავაგებთ. ჩვენი ნაკრები გამოკვეთილად ძლიერია ჯგუფში. დიახ ზუსტადაც უძლიერესია ჯგუფში. წინ საქართველო.
G.LA
03:36 18-09-2024
2
პოლონეთში ბილეთი უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ჩვენთან.
მანფრედ კალცი
09:02 18-09-2024
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული