უკრაინა - საქართველო. ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.

საქართველოს გულშემატკივარისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). თქვენს მიერ განკუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ.

nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული