მიზეზი კი ისაა, რომ ორივე ფეხბურთელს 10-ნომრიანი მაისურის ჩაცმა სურს. უკრაინული champion-ი ნაკრებთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ ციგანიკის გაჟღერებული ამბავი სრული აბსურდი და ტყუილია.
შაპარენკომ 10-ნომრიანი მაისური პირველად 2020 წლის ოქტომბერში საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ჩაიცვა. ამის შემდეგ "დინამოს" ნახევარმცველმა ევრო 2020-ზე 10 ნომრითაც ითამაშა, შემდეგ კი, როცა ტრავმა მიიღო,
ერთა ლიგის ბოლო მატჩში ალბანეთთან (1:2) მე-10 ნომერი შაპარენკოს დაუბრუნდა, რადგან მუდრიკმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა. შემდეგ მატჩში კი ჩეხეთთან (2:3) ორივე მოთამაშე მოედანზე იყო, მაგრამ მუდრიკმა 20 ნომრით ითამაშა, "დინამოს" ფეხბურთელს კი კვლავ 10-ნომრიანი მაისური დარჩა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრების მორიგი მეტოქე საქართველოს ნაკრებია და ერთა ლიგის B ჯგუფის შეხვედრა პოზნანში 11 ოქტომბერს უნდა შედგეს.
აქვე ერთი საინტერესო ინფორმაციის შესახებაც, რომელსაც dynamo.kiev.ua ავრცელებს. საქართველოს 17-წლამდელთა რიგებში სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ამხანაგურ შეხვედრებში უკრაინელმა გარემარბმა (დაცვის ფლანგზე თამაშიც შეუძლია), გლიბ კატკოვმა იასპარეზა და ერთ-ერთ შეხვედრაში თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.
ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ რუსების მხრიდან დონეცკის ოკუპაციის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელი მშობლებთან ერთად საქართველოში აღმოჩნდა და "ინტერის" აკადემიაში თამაშობს.
dynamo.kiev.ua წერს იმასაც, რომ კატკოვის მამა ირწმუნებოდა, რომ მისი შვილი უკრაინის ნაკრებში იასპარეზებდა და ეს პრიორიტეტული არჩევანი იყო, მაგრამ 1,5 წლის განმავლობაში ბიჭმა მოწვევა მხოლოდ საქართველოს ნაკრებიდან მიიღო.
ყველა 6 ნომერია ერთი შევჩენკო ყავდათ ბოლო 40წელი