სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

AutoSharing Option
შემოდგომაზე სანაკრებო მატჩებით განებივრებული ვართ. მიმდინარე კვირაში ვილი სანიოლი შემადგენლობას დაასახელებს, ერთი უქმეების შემდეგ კი "ჯვაროსნებს" კვლავ შეკრებს და ორი გამარჯვებით დაწყებულ "ერთა ლიგაზე" ამდენივე მატჩს ჩაატარებს. 11 ოქტომბერს ჯერ უკრაინას პოლონეთში, პოზნანში ვეთამაშებით. საქართველოს ნაკრები თავდაპირველად სამშობლოში არ შეიკრიბება, მე-4 ტურში, 14 ოქტომბერს კი, ისევ "მიხეილ მესხზე" ალბანელებს დავუხვდებით.

სანიოლის გუნდს 6 ქულა აქვს

Sportall.Ge

ეროვნულ გუნდში ახლა იდეალური გარემო, ხასიათი თუ შედეგებია, თუმცა ფიქრი ყოველთვის გაუმჯობესებაზე უნდა გვქონდეს. თანაც, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იქნებ არა უბრალოდ ჯგუფის მოგება, არამედ
დივიზიონში საუკეთესო შედეგი დაგვჭირდეს (ამ სტატუსის გამო იყო, ლუქსემბურგს რომ ვუმასპინძლეთ).

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე წაიკითხეთ აქ -

altრა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
მიუხედავად იმისა, შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველით, დაკვირვება და მსჯელობა აქაც საჭიროა, ისევე, როგორც ახალი სახეების გამოცდა. სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს.

გულიაშვილი სანაკრებო შანსის მოლოდინშია

Sportall.Ge

რა გამოიკვეთა წინა მატჩებში და რა შეიძლება შეიცვალოს? ალბანეთთან დავინახეთ, რომ როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი არაა, მიუხედავად რამდენიმე ფეხბურთელის მოკლე დროში მეორე მატჩისა და გადაღლისა, მწვრთნელმა მათი შეცვლა სათანადო ალტერნატივების არარსებობის გამო ვერ გარისკა. გასაგებია, კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეტაძის მსგავსი ნახევარმცველები სათადარიგოთა სკამზე იქნებ არ იყვნენ, მაგრამ კონკურენცია მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს.

როგორც გამოჩნდა, შუა ხაზში ამჟამად ტრავმირებულ ანზორ მექვაბიშვილს სამწვრთნელო შტაბი მეტად ენდობა. ამიტომაც, სიის გამრავალფეროვნებაზე ფიქრი შესაძლებელია. სამწუხაროდ, უკანასკნელ სამ ტურში უკრაინაში ნიკა გაგნიძე არ გამოჩენილა. ამ ეტაპზე ცენტრში სათანადო ალტერნატივას სანიოლის მთავარ პრობლემად ჩავთვლით. ვხედავთ, ვილიმ რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია წარმატებით შეუცვალა და ეს იქნებ აქაც ვნახოთ. მაგალითად, ადრეულ წლებში მოედნის ცენტრში თამაშის გამოცდილება საბა ლობჟანიძეს აქვს.

კოხრეიძეს ეროვნულ ლიგაში ბევრი გააქვს

Sportall.Ge

ვინ მოუმატა მკვეთრად? ზოგჯერ ამა თუ იმ პოზიციაზე იმხელა კონკურენციაა, ახალი ფეხბურთელი საჭირო საერთოდ არაა, მაგრამ ზოგიერთს იმხელა პროგრესი აქვს, მისთვის სანაკრებო შანსის მიცემა სამართლიანი იქნებოდა. ასეთი გიორგი გულიაშვილია, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებიდან და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან კარგად გვახსოვს. ბოსნიის "სარაევოში" 8 გოლი - 23 წლის შემტევს მართლაც სერიოზული შედეგები აქვს.

როგორ არ უნდა ვახსენოთ გიორგი კოხრეიძე, რომელმაც "იბერია 1999"-ის რიგებში პოკერი შეასრულა და ეროვნულ ლიგაში 14 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.

შენგელიას ბოლო ოფიციალური სანაკრებო მატჩი საბერძნეთთან ფინალი იყო

Sportall.Ge

ვინ შეიძლება დაბრუნდეს და სიაში ისევ აღარ იყოს?
ლევან შენგელია ევროპის ჩემპიონატს ისე შეხვდა, ტრავმიდან ახლად მორჩენილი იყო. სანიოლმა ის გერმანიაში მაინც წაიყვანა, თუმცა იქ დრო საერთოდ არ მისცემია. ლევანი სექტემბერში სიაში არ ყოფილა. 28 წლის შენგელიამ საბერძნეთში ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, უკვე გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს და ახლა გამოძახებულთა შორის იქნება.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ შენგელია გუნდში მარჯვენა შემტევია, ისევე, როგორც გიორგი წიტაიშვილი (ესპანეთში გაიტანა), თუმცა ნაკრებში მათ მარცხნივ ვხედავთ, სადაც დაცვითი ფუნქციების შესრულებაც უწევთ. ბოლო დროს აქ უპირატესობა ლუკა ლოჩოშვილს აქვს და მოსალოდნელია, ეს გადაწყვეტილება არც ახლა შეიცვალოს. და ირაკლი აზაროვი? ის ეროვნულ გუნდში დააბრუნეს, ბოლოსწინა ტურში "შახტარშიც" დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, შემდეგ ისევ არ ყოფილა დ ამ ვითარებაში კვლავ იქნება თუ არა ფრანგის სიაში, ვერავინ იტყვის. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: 21-წლამდელთა ნაკრებს შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრები ელის და აზაროვს იქ თამაშის უფლება აქვს.

გოგლიჩიძე სერია "ა"-ს მშვენივრად მოერგო

Sportall.Ge

საბა გოგლიჩიძეზეც უნდა ვთქვათ, რომელიც "ემპოლიში" შესანიშნავად გამოდის. იქიდან გამომდინარე, რამაზ სვანაძის გუნდს შვედეთთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება აქვს, გოგლიჩიძის მათთვის დათმობაც ლოგიკას მოკლებული არ იქნება, ვინაიდან სასტარტოში გიორგი გველესიანი მოიაზრება. ამ შემთხვევაში სანიოლის სიაში არც საბა კვირკველიას დაბრუნებაა გამორიცხული, რომელიც ახლა თბილისის "დინამოშია" და ბათუმელების კარიც დალაშქრა.

შეგახსენებთ, ორი ტურის შემდეგ "ერთა ლიგის" B დივიზიონში 6 ქულა გვაქვს.

altTout se déroule comme prévu - როგორ საქართველოს ნაკრებს მოვესწარით - ის, რაც მოგებაზე მეტია!..

altსაქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა

მკითხველის კომენტარები / 18 /
წიტაიშვილმა ცუდათ ითამაშა ევროზე,გოჩოლეიშვილის კისერზე კი ბევრი გაშვებული გოლია ნაკრებში,ბოლო ჩეხეთთან იყო,აზაროვიც არასტაბილურია,ამათ ყველას მირჩევნია შენგელია!!ჭკვიანი,სტაბილური,ტექნიკური ფეხბურთელია!!!
11
წიტაიშვილი სუფთა შემტევია მარჯვნიდან და ნაკრებში ზუსტად მარჯვენა შემტევად უნდა თამაშობდეს, გრანადაში მაგრად თამაშობს და კიდევ მოუმატებს ძალიან სწრაფია თან და ნაკრებში კვარას ჩაკვეტაძეს და მიქაუტაძეს მაგრად მიეხმარება მარჯვენა შემტევად, ფლანგის ფეხბურთელია და თან შემტევი და არა მცველი.სხვა ფეხბირთელებიც უნდა გაისინჯონ, შენგელია ნაკრებში უნდა იყოს, ასევე გულიაშვილიც უნდა გაისინჯოს ნაკრებში,ზოგადად ნაკრებში კონკურენცია აუცილენელია ყველა პოზიციაზე.
ქომაგი
19:04 24-09-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული