"ოხ რა ძნელი იქნება საქართველოს ნაკრების დამარცხება" - უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფის მესამე ტურში, აუტსაიდერი უკრაინის ნაკრები ლიდერ საქართველოს ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს პოზნანში უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქის ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი Команде №1-თან გააკეთა:

"იმის გათვალისწინებით, როგორ ითამაშა უკრაინამ ალბანეთთან და ჩეხეთთან, ეს უბრალოდ საშინელებაა, ნაკრებში იმდენი პრობლემაა. ჩვენი უახლოესი მოწინააღმდეგე საქართველო აღმავლობის გზაზეა და მისი დამარცხება ოხ რა ძნელი იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ რებროვმა სწორი დასკვნები გამოიტანა და იცის, როგორ მიაღწიოს აუცილებელ შედეგს. მე ვფიქრობ, საჭიროა პირველივე წუთიდან ქართველებთან პრესინგს მივმართოთ, თამაში გარდავტეხოთ.

რაც შეეხება შანსებს - ასე ვთქვათ, ახლა ჩვენ მუდმივად სხვების დაწევა გვჭირდება, რადგან უკვე ექვსი ქულა გვაქვს დაკარგული. ჯერ საქართველოს ძლევაა აუცილებელი, შემდეგ ჩეხეთის. ჩეხები უკრაინელებზე ძლიერები არ არიან. და მაშინ ნათელი გახდება: გვაქვს თუ არა პირველი ორი ადგილის დასაკავებლად რეალური შანსი თუ ეს მხოლოდ მათემატიკური გამოთვლაა. ყველაფერი რებროვის ხელშია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
უკრაინა ფურცელზე კარგი გუნდია, მეგონა ევროზეც უკეთესი იქნებოდა მაგრამ შევცდი. შემოგვიტევენ, მოსაგები აქვთ და ზუსტად მანდ წააგებენ მომდევნო თამაშსაც. ფრეც არ იქნება ჩვენთვის ცუდი იმ შემთხვევაში თუ ალბანეთს გავაგორებთ აქ.
იბრუხ მართალი
18:43 02-10-2024
1
მძიმე დღეები უდგას მეგობარი ქვეყანას მახსოვს чერნობელის шემტხვევა რომ იყო იხსენებს კიევის დინამოს ფეხბურთელები მათ დაეხმარა чვენი უდიდესი ფეხბურთელი და კარგი ადამიანი ბატონი რეზო ჩელებაძე მათი ოჯახები ბათუმში დასვენება მოუწყო ვუსურვებ წარმატებებს უკრაინელ ერს და ბატონ რეზოს ათას წელს სიცოცხლეს
მერაბი ბებია
20:03 02-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული