ერთა ლიგის B1 ჯგუფის მესამე ტურში, აუტსაიდერი უკრაინის ნაკრები ლიდერ საქართველოს ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს პოზნანში უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქის ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი Команде №1-თან გააკეთა:
"იმის გათვალისწინებით, როგორ ითამაშა უკრაინამ ალბანეთთან და ჩეხეთთან, ეს უბრალოდ საშინელებაა, ნაკრებში იმდენი პრობლემაა. ჩვენი უახლოესი მოწინააღმდეგე საქართველო აღმავლობის გზაზეა და მისი დამარცხება ოხ რა ძნელი იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ რებროვმა სწორი დასკვნები გამოიტანა და იცის, როგორ მიაღწიოს აუცილებელ შედეგს. მე ვფიქრობ, საჭიროა პირველივე წუთიდან ქართველებთან პრესინგს მივმართოთ, თამაში გარდავტეხოთ.
რაც შეეხება ბოლო ევროს და ერთა ლიგის პირველ 2 მატჩს- საშინელი შედეგები აჩვენეს. მიუხედავად იმისა რომ გუნდი საერთოდ არ დაღლილა (ორივე მატჩი ჩეხეთში ჩაატარა. პლუს ამას მოახლოებული მატჩებიც ორივე პოლონეთში უწევს- პოზნანსა და ვროცლავში!) დიდი ვერაფერი გუნდია. ასეთი თამაშით არ გამიკვირდება თუ C დივიზიონში დაქვეითდება!
ჩემი აზრით ვერ მოგვიგებს უკრაინა (პლუს არეულ გუნდს, პრობლემად ისიც დაემატა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა!) რაც შეეხება ალბანეთს... აი, ვის ელის ჯოჯოხეთი ბათუმში... სასტარტო სასტვენიდან-საფინალო სასტვენამდე!!! აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ზრდა და წინსვლა! ამისთვის კი აუცილებელია A დივიზიონში აღზევება!!! ჩვენ ეს შეგვიძლია!!!