"იქამდე მივედით, საქართველო ფავორიტია და მისი გვეშინია" - უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, კირილ კოვალჩუკის აზრით, მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა და ომი დაიწყო, ეროვნულ გუნდს რეგრესი დაეწყო

"სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მომენტიდან ჩვენი გუნდის თამაშის დონე მკვეთრად დაეცა. თავიდან იყო ჩავარდნა, როდესაც ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა. დაიწყო მწვრთნელების ცვლა, ერთის, მეორის... ამან ჯერ არაფერი კარგი არ მოიტანა.

უკანასკნელი წარმატება ნაკრებს მაშინ ჰქონდა, როდესაც ანდრეი შევჩენკო ხელმძღვანელობდა. ახლა კი უკვე საქართველოსთან თამაშის გვეშინია. არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. მახსოვს, როცა საქართველოს, მოლდოვას და სომხეთს
ვხვდებოდით, შედეგზე ყოველთვის მშვიდად ვიყავით. ახლა კი საქართველოსი გვეშინია. წარმოგიდგენიათ, იქამდე მივედით, რომ საქართველო ჩვენთან მატჩში ფავორიტია.

გასაგებია, საქართველო ამჟამად აღმავლობის გზაზეა, მაგრამ უკრაინამ თამასა თავის დონეზე დაბლა არ უნდა დასწიოს".

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის 11 ოქტომბერს პოზნანში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
როგორ ვართ ფავორიტები როცა რეიტინგით გაცილებით წინ არის უკრაინა? 24-ე ადგილზეა უკრაინა ჩვენ 66-ზე ვართ. პროგრესი რომ გვაქცს ცხადია და თუ ეს აშინებთ მაშინ გრანდებთან როგორ ითამაშებენ შესარჩევში? ადვილი მეტოქე არასოდეს ყოფილა უკრაინა. თუმცა ჩვენ დინამოს თანაფარდობა ქონდა დინამო კიევთან, რომელმაც მგონი 15-16 ჯერ იჩემპიონა სსრკ-ზე ჩვენ მხოლოდ 2-ჯერ ჩემპიონობი. დამოუკიდებელ საქართველოს ნაკრებს ჯერ არ მოუგია უკრაინელებისათვი და იმედია ამ ერთა ლიგაზე მოუგებთ. ოფიციალურებში 2 წაგება კიევში და 2 ფრე თბილისში.
G.LA
00:52 05-10-2024
1
რითი სჯობდით საქართველოს?მოგიგიათ რამე?ჩვენ ესპანეთს მაინც მოვუგეთ ერთხელ,თქვენი მსგავსი მოგება ვინმე ტოპ ნაკრებთან არ გვახსენდება რატომღაც.
მირო
00:44 05-10-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული