"იქამდე მივედით, საქართველო ფავორიტია და მისი გვეშინია" - უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, კირილ კოვალჩუკის აზრით, მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა და ომი დაიწყო, ეროვნულ გუნდს რეგრესი დაეწყო

"სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მომენტიდან ჩვენი გუნდის თამაშის დონე მკვეთრად დაეცა. თავიდან იყო ჩავარდნა, როდესაც ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა. დაიწყო მწვრთნელების ცვლა, ერთის, მეორის... ამან ჯერ არაფერი კარგი არ მოიტანა.

უკანასკნელი წარმატება ნაკრებს მაშინ ჰქონდა, როდესაც ანდრეი შევჩენკო ხელმძღვანელობდა. ახლა კი უკვე საქართველოსთან თამაშის გვეშინია. არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. მახსოვს, როცა საქართველოს, მოლდოვას და სომხეთს
ვხვდებოდით, შედეგზე ყოველთვის მშვიდად ვიყავით. ახლა კი საქართველოსი გვეშინია. წარმოგიდგენიათ, იქამდე მივედით, რომ საქართველო ჩვენთან მატჩში ფავორიტია.

გასაგებია, საქართველო ამჟამად აღმავლობის გზაზეა, მაგრამ უკრაინამ თამასა თავის დონეზე დაბლა არ უნდა დასწიოს".

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის 11 ოქტომბერს პოზნანში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფავორიტი არა მარა აუტცაიდერი და უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ თქვენთან.
yobo
20:47 04-10-2024
0
სირცხვილი ისაა, ამათთან რომ მონაგები არა გვაქვს და არც არავის აწუხებს ეს, ახლაც იმას იძახიან, ეგება და ფრე ვითამაშოთ და გვეყოფაო ))
vava
20:26 04-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული