"ქართველებს ჩვენი პირობები უნდა ვუკარნახოთ" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა "ჯვაროსნების" დამარცხების "რეცეპტი" გამოწერა

AutoSharing Option
უკრაინის ნკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი ვორობეიმ Sport.ua-სთან იმაზე ისაუბრა, რის ხარჯზე შეუძლიათ საქართველოს ეროვნული გუნდის დამარცხება.

"თუ უკრაინა ღრმად უკან ჩაჯდება, ბურთს მოედნის საკუთარ ნახევარზე დაიჭერს და ქართველების გახსნას დაელოდება, არაფერი არ გამოვა. "შახტარმა" და "დინამომ" ამ სქემით თამაშს თავი უნდა დაანებონ, როდესაც ბურთს მხოლოდ პასის გამო ფლობენ. ეს საჭირო არ არის. აგრესიულობაა აუცილებელი, განსაკუთრებით შეტევაში. რაც უფრო მაღლა აწეულები ვიქნებით, მეტოქის კართან ახლოს, უფრო მეტი შანსი გვექნება, რათა რამე გამოგვივიდეს. მაშინ მომენტებს შევქმნით.

მგონია, მათ კართან ახლოს ჩვენი პირობები
უნდა ვუკარნახოთ. დაუშვებელია მათ ფლანგის ფეხბურთელებს გაქცევის საშუალება მივცეთ, რადგან ძალიან სწრაფი გარემარბები ჰყავთ. ვფიქრობ, დაზღვევა ორმაგი ან სამმაგი უნდა გვქონდეს, თუმცა ამისათვის ძალა და ფიზიკური კონდიციები დაგვჭირდება. აუცილებელია ფეხბურთელები ორივე ტაიმის ჩასატარებლად იყვნენ მზად. მარტივად, ტექნიკის და ვიღაცების სახელებით ახლა ვერ მოიგებ. ეს დრო წარსულს ჩაბარდა.

ამჟამად ამ მაჩვენებლებით ყველა ნაკრები პრაქტიკულად გათანაბრდა. არავის არ აქვს ინდივიდუალური უპირატესობა. არის ტაქტიკა, არის გუნდის მომზადება. აი, ამაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება".

ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 11 ოქტომბერს პოზნანში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ხალხო,რა არის ხალხის ამდენი გინება?!ხალხი ხალხია,მთავრობა კი მთავრობა!ამდენს ვერ ხვდებით?ნორმალური,არაპოლიტიკური უკრაინელი,ამ პოსტებს თუ წაიკითხავს,იმას რა რეაქცია უნდა ჰქონდეს?მგონი ზუსტად ისეთივე რეაქცია ექნება,როგორიც თქვენ გაქვთ,იქითა მხრიდან მსგავს შეურაცხყოფებზე.ჰოდა ვიღაცების სისულელის თუ ბოროტების გამო,ყველამ ერთმანეთს უნდა დავცხოთ?ეს ხომ სისულელეა!კარგი და ცუდი,ჭკვიანი და სულელი,ყველგან არის.მათ შორის საქართველოშიც და უკრაინაშიც.სულელის გაფუჭებული,ჭკვიანმა უნდა გამოასწოროს და ჩვენ, პირიქით ვიქცევით?ცოტათი დაფიქრდით,რაა!
სოსო
19:57 09-10-2024
0
რეალურად ერთადერთი შეიძლება ამ ეტაპზე ფიზ.მომზადებით გვჯობდეთ,გაიგეთ ჰკიდიხართ მსოფლიოს და თქვენი ფეხბურთიც მორჩენილია,გეყოთ რაც გათრიეს პოლიტიკურად სპორტულ ასპარაზზე,პრო..ზე რო გაიხიოთ მაინც უნდა მოგიგოთ,მერე ეგ ელჩი უნდა გაგიხვიოთ და გასთხარეთ რიჟიკას ალაგას...გაპიარებული მუდრაკებით,მეორე ხარისხოვანი შახტიორის და კიევის დინამოს ფეხბურთელებით არავის გადაუღუნოთ...
ზორო
16:38 09-10-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული