მოგეხსენებათ, ჩვენებური ჯერ კიდევ კიევის "დინამოს" საკუთრებაა და იჯარით სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "გრანადაში" ირჯება. წიტაიშვილი უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა და თუ კუჩერს დავუჯერებთ, გამოძახებას ეროვნული ნაკრებიდან ელოდებოდა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია და საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.
"როგორც ყოველი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში თამაშობს, უკრაინასთან დაპირისპირებაში წიტაიშვილიც ძალიან მოტივირებული იქნება.
ფეხბურთელებს ასეთი თვისება აქვთ - რომელ ქვეყანაშიც თამაშობდა, იმ ქვეყნის წინააღმდეგ მატჩში შეეცდება, რომ თავისი შესაძლებლობების 100% აჩვენოს.
გიო
განაწყენებულია თუ არა ის უკრაინაზე? - ამის შესახებ მას უნდა შეეკითხოთ, მაგრამ ჩემი აზრით, წყენა ჯერ კიდევ რჩება. ის უკრაინის ეროვნული ნაკრებიდან გამოძახებას ელოდებოდა, ეს ვერ მიიღო და ამიტომ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.
ვფიქრობ, წიტაიშვილი არც გვჭირდებოდა, ჩვენ გვყავს ნაზარენკო და ჰუცულიაკი, რომლებსაც შეუძლიათ კარგად წარმოადგინონ ჩვენი ეროვნული ნაკრები", - ციტირებს კუჩერს უკრაინული NV.