"დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ესეც სძენს" - აჩი არველაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ რუსულ "ჩემპიონატთან" უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრები ბოლო თამაშებში ძალიან კარგად თამაშობს. იმედი მაქვს, იგივე მოხდება უკრაინასთან მატჩშიც. მათი გუნდი ბოლო დროს არც თუ ისე კარგად გამოიყურება. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დღეს მათი ბოლო შანსია.

როგორც ვიცი, ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდებათ, მაგრამ იოლ თამაშს მაინც არ ველოდები, რადგან ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ.

დამატებითი ინტრიგაა ასევე ისიც, რომ სპორტულ ასპარეზზე ქართველები და უკრაინელები ერთმანეთს ყოველთვის ეჯიბრებოდნენ. ნაკრებები, კიევის "დინამო" თბილისის
"დინამოსთან"... იმედია, ერთ ქულას მაინც ავიღებთ და თუ მოვიგებთ, ძალიან კარგი იქნება", - თქვა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სლავა უკრაინე არა იხვი
მიშმადიდებელთა იობარი
21:04 11-10-2024
9
ამ ნაცის აზრი ვის აინტერესებს
25
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული